როგორ გამოვრთოთ სისტემური დინამიკის ხმა Windows-ში

ბევრს აღიზიანებს წრიპის ხმა, რომელსაც სისტემური ბლოკი გამოსცემს სხვადასხვა სახის შეცდომის ან გაფრთხილების ჩვენებისას. არსებობს მისი გამორთვის რამდენიმე საშუალება. ამ სტატიაში გთავაზობთ ორ მათგანს.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- Microsoft Windows XP
საფეხურები
- 1 შეასრულეთ შემდეგი მოქმედებები:
1) Start -> Run... . ველში ჩაწერეთ Regedit
2) მიჰყევით საქაღალდეებს HKEY_CURRENT_USER -> Control Panel -> Sound, მოძებნეთ ფაილი Beep, გახსენით იგი და ველში ჩაწერეთ No და დააჭირეთ ღილაკს OK
3) მიზანი მიღწეულია, ცვლილებების ამოქმედებისთვის საჭიროა მხოლოდ კომპიუტერის გადატვირთვა, რის შემდეგაც აღარასდროს შეგაწუხებთ სისტემური ხმა. - 2 შეასრულეთ შემდეგი მოქმედებები:
1) Start -> Run... . ველში ჩაწერეთ CMD
2) გახსნილ ფანჯარაში ჩაწერეთ ტექსტი: Net Stop Beep და დააჭირეთ ღილაკს ENTER.
3) შემდეგ ვწერთ ვწერთ ტექსტს: sc config beep start= disabled და ვაჭერთ ღილაკს ENTER.