როგორ მოვუაროთ კბილებს ორსულობის დროს - rogor.ge

როგორ მოვუაროთ კბილებს ორსულობის დროს

 

დაზიანებისგან კბილების დასაცავად საჭიროა ზოგადი ჰიგიენური რეჟიმის დაცვა და განსაკუთრებით სწორი კვება, ორსულობის დროს კბილებს ჩვეულებრივ უნდა ვუვლიდეთ.

 

ორსულმა კბილები დილით და საღამოთი, უნდა გაისუფთავოს კბილის ჯაგრისით. ყოველი ჭამის შემდეგ პირში უნდა გამოივლოს წყალი, რათა კბილებში არ დარჩეს საჭმლის ნაწილები. კბილის გასუფთავება დღეში ორზე მეტჯერ არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში კბილის ემალი დაზიანდება.

 

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კბილის ჯაგრისის შერჩევას ფორმისა და ზომის მიხედვით. გარდა ამისა, თუ ქალს მაგარი კბილები აქვს, უნდა იხმაროს ხეშეში ჯაგრისი, ხოლო თუ სუსტი კბილები აქვს რბილი ჯაგრისი. ჯაგრისი ხმარების შემდეგ კარგად უნდა გაირეცხოს და შეინახოს ჭურჭელში.

 

ქალმა ორსულობის პირველი დღეებიდანვე რეგულარულად უნდა იაროს კბილის ექიმთან, დაავადებულ კბილებს უმკურნალოს, ხოლო დაზიანებული კბილი კი ამოიღოს. არასწორია აზრი იმის შესახებ, რომ კბილების მკურნალობა ორსულობის დროს იწვევს მუცლის მოშლას ან ნაადრევ მშობიარობას.