როგორ გაიცემა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზია - rogor.ge

როგორ გაიცემა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზია

 

აუქციონის გამოცხადების მსურველმა უნდა წარმოადგინოს 1) განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სახეობის, ოდენობის, ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ. 2) სალიცენზიო ობიექტის X და Y კოორდინატები. 3) კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა და ინდივიდუალურმა მეწარმემ - სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი, ფიზიკურმა პირმა- იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. 4) განცხადებით გათვალისწინებული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში - კერძო საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და მესაკუთრის თანხმობა ლიცენზიის გაცემის თაობაზე.

 

აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარადგინოს 1) განცხადება. 2) კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა და ინდივიდუალურმა მეწარმემ სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ფიზიკურმა პირმა - იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლი, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები. 3) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 4) ბეს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.