როგორ მოვუაროთ თანამედროვე მონიტორს - rogor.ge

როგორ მოვუაროთ თანამედროვე მონიტორს

 

მონიტორები რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზიაში Be.ge. შეამოწმეთ კომპიუტერის ადგილმდებარეობა. ეკრანი იზოლირებული უნდა იყოს: სითბოს წყაროდან, მზის შუქის პირდაპირი დასხივებისგან, ჭუჭყიანი თითებისა და საჭმლისაგან.

 

ჰაერის გამტარი ტექნოლოგიური ხვრელები არ უნდა იყოს ამოვსებული. არ შეიძლება მონიტორზე რამე სახის ნაჭრის ან პარკის გადაფარება. მტვერი გადაწმინდეთ მაშინ, როცა მონიტორი იქნება გამორთულ მდგომარეობაში.

 

თვეში ერთხელ ან საჭიროების შემთხვევაში ეკრანი გაწმინდეთ სპეციალური გელით ან საპნის სუსტი ხსნარით. არ შეიძლება ფხვნილებისა და სპირტოვანი საწმენდების გამოყენება.

 

ნაჭერი ან ქაღალდი, რომელსაც გამოიყენებთ ეკრანის გასაწმენდად უნდა იყოს რბილი და გაწმენდის შემდეგ არ უნდა ტოვებდეს მცირე ნაწილაკებს. წასმამდე კარგად გაწურეთ ნაჭერი. სველი გაწმენდის შემდეგ კი გამოიყენეთ მშრალი ნაჭერი.