როგორ მოვირჩინოთ ანგინა - rogor.ge

როგორ მოვირჩინოთ ანგინა

 

დალიეთ დიდი რაოდენობით სითხე მაღალი ტემპრერატურის ქონის შემთხვევაში სხეულის მიერ აორთქლებული სითხის რაოდენობა საგრძნობლად იმატებს. ამიტომაც ორგანიზმის გამოშრობის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე. გარდა ამისა, წყალს ორგანიზმიდან გამოჰყავს ტაბლეტებისგან მიღებული ტოქსინები. შეიძლება სხვადასხვა სახის წვენების დალევა, მაგრამ საუკეთესო ვარიანტი კენკროვანი კისელი იქნება. ის ამშვიდებს ყელს და ამცირებს ტკივილის შეგრძნებას.

 

დაიმუშავეთ ყელი ყელში გამოვლება საჭიროა ყოველ 2 საათში. შეიძლება იოდინოლის, ფურაცილინის, მცენარეული ნაყენის: გვირილას, სალბის გამოყენება. ინგალაციებისთვის გამოიყენეთ პიტნის, სოჭის ან ევკალიპტის ზეთოვანი ნაყენი. შეიძლება ცხელი ლუდის დალევა და სპეციალური სპრეის გამოყენება.

 

დაარეგულირეთ სხეულის ტემპერატურა დაიმახსოვრეთ, რომ სხეულის ტემპერატურის დაგდება არ შეიძლება იქამდე, სანამ იგი არ მიაღწევს 38 გრადუსს. გამონაკლისს წარმოადგენენ ბავშვები და სისხლ-ძარღვოვანი დაავადებების მქონე პირები. სასურველია უბრალოდ ტემპერატურის დამწევი საშუალებების გამოყენება. თუ გადაწყვიტეთ ანტიბიოტიკების მიღება, მაშინ ჯობს გამოიყენოთ ზედა სასუნთქი გზებისათვის განკუთვნილი(უმჯობესია, თუ წამლების ამ სახეობას ექიმი დაგინიშნავთ). არ შეიძლება ანგინით დაავადებული ადამიანის გადასაფარებელში გახვევა ან ცხელი ჩაით გაჭყიპვა. ეს გამოიწვევს უფრო მეტ გადახურებას. უმჯობესი იქნება თუ შუბლზე დააფენთ სველ ნაჭერს და სხეულს ცივი ნაჭრით დაუსველებთ.

 

მოარიდეთ ავადმყოფი დანარჩენებს ანგინა ადვილად გადამდები დაავადებაა, ამიტომაც უმჯობესია თუ ავადმყოფს მოაცილებთ გარშემომყოფებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მკურნალი აღარავინ დარჩება. ანგინა ძალიან სერიოზული დაავადებაა, მასთან ბრძოლას მოეკიდეთ სრული სერიოზულობით. მას შეუძლია გართულებების გამოწვევა, ამიტომაც სამკურნალო კურსის გავლა უმჯობესია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.