კანონი და სამართალი

თქვენი უფლებები

როგორ მივიღოთ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია

როგორ მივიღოთ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია

ავტორი: ირაკლი კვერნაძე

საქართველოს წიაღის გეგმაზომიერი შესწავლა ნავთობგაზიანობის პერსპექტიულობის განსასაზღვრავად და ბურღვითი სამუშაოები საბადოების გამოსავლენად და ნავთობის მოსაპოვებლად დაიწყო XX საუკუნის 20-ანი წლებიდან, როდესაც ჩამოყალიბდა სპეციალიზირებული საწარმოო "საქნავთობი". ბოლო 70-80 წლის განმავლობაში ქვეყანაში შესრულებული იქნა დიდი მოცულობის ძებნა-ძიებითი სამუშაოები (გეოლოგიურ-გეოფიზიკური კვლევები, სტრუქტურული და ღრმა ბურღვა), რის შედეგადაც გამოვლენილი იქნა 16 ნავთობის, 1 გაზნავთობის და 1 გაზის საბადო. ნავთობის წლიური მოპოვების პიკი მოდის 1980-1983 წლებზე, როდესაც ეს მაჩვენებელი 3.2-3.3 მლნ. ტ-ს შეადგენდა. შემდგომ პერიოდში ნავთობის მოპოვებამ მკვეთრად იკლო და ბოლო ხანებში წლიური მოპოვება 60-140 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს.

 

საფეხურები

  1. 1 ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის გაცემის წესი

    1.ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიას გასცემს
    ბუნებრივი რესურსების სააგენტო ტენდერში ან აუქციონში გამარჯვებულ ინვესტორთან
    გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხელმოწერიდან ერთი თვის განმავლობაში.

    2.ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ ჩატარებულ ტენდერში ან აუქციონში გამარჯვებულ
    ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის იდება ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც
    ინვესტორს ენიჭება ნავთობისა და გაზის რესურსების ექსპლუატაციისა და ფართობზე
    ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობის უფლებები;

    3.ტენდერისა და აუქციონის ჩატარების წესებსა და პროცედურას განსაზღვრავს სააგენტო და
    ერთი თვით ადრე ატარებს რეგისტრაციაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.
  2. 2 ტენდერის ჩატარების შემთხვევაში

    1.გამარჯვებულად ითვლება განმცხადებელი, რომელიც აკმაყოფილებს ტენდერის მოთხოვნებს;

    2.ინვესტორის ტენდერში გამარჯვებიდან ერთი თვის განმავლობაში იწყება მოლაპარაკება სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ ინვესტორს შორის ხელშეკრულების დადების მიზნით.

    3.ინვესტორი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.
  3. 3 ხელშეკრულების ძირითადი ფორმებია

    1.პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება;

    2.სარისკო მომსახურების ხელშეკრულება;

    3.მომსახურების ხელშეკრულება.

    ხელშეკრულების და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის შესაბამისი ლიცენზიის მოქმედების მაქსიმალური ვადაა 25 წელი. გარდა ნავთობისა და გაზის რესურსების სარგებლობის გენერალური ლიცენზიისა, ბუნებრივი რესურსების სააგენტო ნავთობისა და გაზის სფეროში გასცემს საქმიანობის ლიცენზიას, რომელიც ადასტურებს პირის უფლებას განახორციელოს ნავთობისა და გაზის დამუშავება, ბუნებრივი გაზის დამუშავება, ნავთობის ტრანსპორტირება ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება.
  4. 4 საქმიანობის ლიცენზიისათვის

    1.სააგენტო ნორმატიული აქტით ამტკიცებს განაცხადის ფორმას;

    2.ლიცენზიის შინაარსსა და შესაბამისი საქმიანობის ზოგად პირობებს.

    საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად

    1.პირი, განაცხადით მიმართავს სააგენტოს.
    2.საქმიანობის ლიცენზიის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს.
  5. 5 საქმიანობის ლიცენზიას ექვემდებარება

    1.ნავთობის გადამუშავება;
    2.ბუნებრივი გაზის დამუშავება;
    3.ნავთობის ტრანსპორტირება;
    4.ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება.

გაფრთხილებები

  • დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ :
  • სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტო
  • საქართველო, 0114 თბილისი, გულუას ქ. №6
  • ტელ: (+995 32) 272 72 87 : (+995 32) 235 78 28
  • ვებ-გვერდი: www.menr.gov.ge
  • ელ-ფოსტა: mail@menr.gov.ge