როგორ გავხსნათ ფიტნეს კლუბი (ზოგადი რჩევები) - rogor.ge

როგორ გავხსნათ ფიტნეს კლუბი (ზოგადი რჩევები)

 

განახორციელეთ მარკეტინგული კლევა თვითნებურად ან შეუკვეთეთ ფირმაში. შეაგროვეთ ინფორმაცია უკვე მოქმედ კლუბებზე გაიგეთ მათი ფასები ადგილ მდებარეობა კლინტების რაოდენობა შეძლებისდაგვარად.

 

დაწერეთ ბიზნეს გეგმა. გამოთვალეთ სამომავლო მოგება და ხარჯები. შეძლებთ თუ არა არსებული რესრუსებით ბიზნესის განხორციელებას თუ კრედის აღება დაგჭირდებათ. ალტერნატიული გზაა- მოიზიდოთ ინვესტორები ან ბიზნეს პარტნიორები.

 

არიჩიეთ ნიშა, რომელშიც თქვენ იმუშავებთ. თქვენ შეგიძლიათ გახსნათ ფიტნეს კლუბი გათვლილი ოჯახურ მომსახურეობაზე, ბავშვებზე, ორიენტირებულები მხოლოდ მამაკაცებზე ან პირიქით მხოლოდ ქალებზე. თქვენი კლუბის კონცეფციიდან გამომდინარე დამოკიდებულია კლუბის სამომავლო ფასები, მოგება, ხარჯები და სხვა.

 

ამორჩიეთ შედარებით კლუბისთვის გამოსადეგარი შენობები. ამორჩეული კონცეფციიდან გამომდინარე თქვენი კლუბი შეიძლება მდებარებოდეს ქალაქის ცენტრში ან გარეუბანში. თუ მხოლოდ მამაკაცებისთვის ნა პირიქით მხოლოდ ქალებისთვის არის განკუთვნილი თქვენი ფიტნეს კლუბი მაშინ შეეცადეთ კლუბი გახსნათ იქ სადაც ბევრია საოფისე შენობები.

 

შეიძინეთ საჭირო ინვენტარი. პრემიუმ დარბაზისთვის საჭირო იქნება ახალი ინვენტარი სრულიად გამართული. ასევე მნიშვნელოვანია აღჭურვილობა საუნისთვის. არ იყოდოთ ზედმეტი ნივთები, რომლებიც არ გჭირდებათ კლუბში. თუ თქვენ არ გაქვთ საკმარისი სახსრები განიხილეთ მეორადი ინვენტარი.

 

დაიქირავეთ მწვრთნელები. კარგი მწრთვნელი-მთავარია მომხმარებლის მოსაზიდად. აქედან გამოდინარე კარგი სპეციალისტისთვის კონკურენტული ფირმიდან წამოსაყვანად მოგიწევთ იმაზე მეტის გადახდას ვიდრე მას უხდიან კონკურენტურ ფირმაში. ასევე თქვენ შეგიძლიათ მოიყვანოთ ნაკლები სტაჯის მქონე მწვრთნელი მაგრამ ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა შეგიძლია გაუშვათ კურსებზე, კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

 

შეიმუშავეთ ბონუსების სისტემა სიტემური კლიენტებისთვის. დააწესეთ ფასდაკლებები სხვადასხვა მომსახურეობებზე. დაუწესეთ ფასდაკლებები იმათ ვინც იღებენ გრძელ ვადიან აბონიმენტებს. რაც უფრო მეტ პოპულარულ მომსახურეობას შესთავაზებთ მით უფრო ხშირად მოვლენ მომხმარებლები თქვენს კლუბში.