როგორ ვასწავლოთ ბავშვს კარგად მოქცევა - rogor.ge

როგორ ვასწავლოთ ბავშვს კარგად მოქცევა

 

ცუდ საქციელზე რეაგირება იმოქმედეთ სწრაფად, ბავშვი მოაშორეთ იმ საგანს რაც კონფლიქტს იწვევს, აიყვანეთ და ჭირვეულობის მიუხედავად, მტკიცედ უთხარით ''არა'' თან ყურადღება სხვა საგანზე ან სათამაშოზე გადაუტანეთ. ზოგიერთ ცუდ საქციელს მაგალითად, ჭირვეულობასა და წუწუნს ჯობია, ყურადღება არ მიაქციოთ. თუ ბავშვი დაინახავს, რომ მის ასეთ ქცევებზე არ რეაგირებთ მალე გაჩერდება. ამ შემთხვევაში იგნორირება განრისხებასაც სჯობს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ისე მოიქეცით, ვითომ არაფერი მომხდარა. თუ საჭიროა ოთახიდან გაიყვანეთ, სანამ არ დამშვიდდება.

 

ჯილდო კარგი საქციელისთვის თუ ბავშვს მაშინ უფრო მეტ ყურადღებას აქცევთ, როცა ცუდად იქცევა, ხოლო როცა არაფერს აშავებს, თქვენი ყურადღებაც ნაკლებია. თუმცა, ჯობს ბავშვი შექებით, მოფერებით, კალთაში ჩასმითა და მოფერებით დააჯილდოვოთ. ასე სტიმულს მისცემთ, როგორ მოიქცეს კარგად.

 

დასჯა როცა ბავშვი რამეს დააშავებს, მაშინვე უნდა დასაჯოთ. მხოლოდ მუქარა პატარა ბავშვისთვის სრულიად უსარგებლოა, ვერ მიხვდება, რატომ უნდა დაისაჯოს მოგვიანებით. ერთ-ერთი სასჯელი მისი ცოტა ხნით იზოლირებაა. თუ თხუთმეტი წუთით უხიფათო ადგილას, მარტო ამყოფებთ მაგალითად, კუთხეში დააყენებთ, დაავიწყდება რას მოითხოვდა, ხოლო თქვენ ბრაზი გადაგივლით.

 

უნდა გატყიფოთ თუ არა ბავშვი ცემა ხშირად იმის ნიშანია, რომ მოთმინებიდან გამოხვედით. გატყეპვა ვერც ცუდ საქციელს უშველის და ვერც ბავშვს შეაშნებს, ის მეორედაც ჩაიდენს იმავე საქციელს. თანაც ამ საქციელით ასწავლით, რომ ფიზიკური ძალის გამოყენებით შესაძლებელია ადამიანი შენს ჭკუაზე ატარო, რასაც ბავშვი შემდეგში სხვის წინააღმდეგ გამოიყენებს.

 

როგორ მოახერხოთ, რომ მოთმინებიდა არ გამოხვიდეთ რაგინდ კარგად შეგეძლოთ ბავშვის დამორჩილება, ზოგჯერ მისი საქციელი მაინც სრულიად აუტანელი მოგეჩვენებათ და მოთმინებიდან გამოხვალთ. ასეთ დროს ჯობია ბავშვი გარეთ გაიყვანოთ, ნებისმიერ ამინდში წადით პარკში, მაღაზიებში ან მეგობართან. ასე ორივე გაერთობით და გუნებაც გამოგიკეთდებათ.
როგორ მოვექცეთ აგრესიულ ბავშვს დროდადრო ყველა ბავშვი ავლენს აგრესიას, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოწყენილი ან დაღლილია. ხშირად ბიჭები უფრო აგრესიულები არიან ვიდრე გოგონები. ბავშვების ჩხუბში კამათის დაწყებისთანავე ჩაერიეთ. 1) ერთმანეთს დააშორეთ მოჩხუბარე ბავშვები. 2) სხვა რამეზე გადაუტაენთ ყურადღება. 3) ნურც ერთს ნუ მიემხრობით, ასეთ დროს თითქმის შეუძლებელია მტყუან მართალის გარჩევა. 4)შვილი მაშინვე წაიყვანეთ და თხუთმეტი წუთით კუთხეში დააყენეთ. ზოგჯერ ბავშვი სხვა ბავშვებთან თამაშის დროს ცდილობს, მათ სათამაშოები წაართვას. ასწავლეთ, რომ საჭიროა სათამაშოების ერთმანეთისთვის თხოვება. ეს ბავშვს ადრეული ასაკიდან მიაჩვევს სხვებთან ურთიერთობას. უხეშ და აგრესიულ ბავშვთან თამაში არავის უნდა. დაეხმარეთ ასეთ ბავშვს, ისწავლოს, როგორ მოექცეს სხვებს კარგად. 5) თქვენი მუდამ დამთმობი და მოსიყვარულე მგანწყობა კარგი მაგალითი იქნება მისთვის. 6) თქვენი ქცევით ასწავლეთ, რომ ბავშვის საქციელს იწუნებთ და არა ბავშვს. 7)ყოველთვის შეაჩერეთ თქვენი შვილი, თუ სხვა ბავშვს დარტყმას დაუპირებს. მკაცრად მოექეცით, მაგრამ არ დაუყვიროთ და არც აგრესია გამოავლინოთ. 8)აგრესიის ან გაჯიუტების დროს მის კაპრიზებს ნუ შეასრულებთ. თუ ბავშვის აგრესიას ვერაფერს უხერხებთ მიმართეთ ექიმს.