სპორტი და ფიტნესი

იოგა

როგორ ავიცილოთ თავიდან ტრავმა, იოგაში ვარჯიშის დროს

როგორ ავიცილოთ თავიდან ტრავმა, იოგაში ვარჯიშის დროს

ავტორი: საბა მდივნიშვილი

მიუხედავად იმისა, რომ იოგა ეხმარება ადამიანს ჯანმრთელობისა და შინაგანი ენერგიის დაუფლებაში, მისი ზოგიერთი სავარჯიშო ტრავმის მიღების საკმაოდ დიდ საფრთხეს შეიცავს. მნიშვნელოვანია ზოგიერთი მომენტის გაგება, იმისათვის რომ თავიდან აიცილოთ ეს საფრთხე.

 

საფეხურები

  1. 1 მოითელეთ ყოველი ვარჯიშის დაწყების წინ
    ძალიან მნიშვნელოვანია კუნთების გახურება, მათი დაზიანების თავიდან ასაცილებლად. რათქმაუნდა, იოგა არ არის ისეთი ტრავმის მომყენებელი საქმიანობა, როგორიც გიმნასტიკა ან მძიმე ათლეტიკა. თუმცა მისი დაწყების წინაც აუცილებელია მოთელვა. ის უნდა იყოს სტანდარტული: შეასრულეთ წელის ბრუნები, ხელებისა და ფეხების მოქნევები, დახრები დასადგომ ზედაპირამდე და უკან გადაწევები, ხელებისა და ფეხების გაწელვა. არ დაგავიწყდეთ კისრის სხვადასხვა მიმართულებით გამოძრავება. სასურველია ასევე რამდენიმე წუთი ლახტზე გავარჯიშება. ჩამოთვლილი ვარჯიშების შესრულების შემდეგ ტრავმის მიღების ალბათობა საგრძნობლად შემცირდება.
  2. 2 ივარჯიშეთ რბილ ზედაპირზე
    იოგის კლუბებში, როგორც წესი лежат маты. მათი არ ქონის შემთხვევაშიდააფინეთ სპეციალური ნაჭერი და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდექით ვარჯიშს. ყოველ შემთხვევაში უფრო სახიფათოა დაუცველ ზედაპირზე თავით დგომებისა და გაწელვების შესრულება, ვიდრე რბილ ზედაპირზე. თუ იოგის ვარჯიშებს ატარებთ სახლში, მაშინ უმჯობესია შეიძინოთ ერთი უბრალო мат-ი ნებისმიერ სპორტულ მაღაზიაში.
  3. 3 შეასრულეთ ინსტრუქტორის ყველა მითითება
    იოგის სავარჯიშოების კეთებისას ძალიან მნიშვნელოვანია იმ რჩევებისგან თავის შეკავება, რომლებსაც გამოუცდელი პიროვნებები იძლევიან. რათქმაუნდა იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ არიან ამ საქმის პროფესიონალები. ყველაზე უკეთესი გამოცდილი მწვრთნელის თანდასწრებით ვარჯიში. ის გიჩვენებთ შესრულების სწორ ტექნიკას და შეგასწავლით უსაფრთხოების ზომების დაცვას. თუ გადაწყვიტეთ დამოუკიდებლად ვარჯიში, მაშინ ჯობს გადახედოთ ტემატურ პროფესიონალურ ლიტერატურას ან შეიძინოთ ინსტრუქცია წიგნის ან დისკის სახით.
  4. 4 ყველა ვარჯიში შეასრულეთ ნელა, აუჩქარებლად
    იოგის ყველა მიმართულებაში (ასანა, ხათხა, რაჯა) არსებობს საერთო წესები, რომლებლსაც შეუძლიათ ტრავმების თავიდან აცილება. პირველ რგიში აკონტროლეთ სუნთქვა, ის უნდა იყოს რითმული. თუ თქვენ ასრულებთ დინამიურ სავარჯიშოებს, ისეთებს როგორიცაა "კობრა", მაშინ უნდა გაითვალისწინოთ სავარჯიშოს ფაზები. მის პირველ სტადიაში (წელში მოხრის დროს) საჭიროა სუნთქვის შეკავება, მეორეში - ნელა და აუჩქარებლად ამოსუნთქვა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი ჩქარა გაკეთება, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სავარჯიშოსი. მოუმზადებელმა სხეულმა შეიძლება მტკივნეულოდ რეაქცია იქონიოს არასწორედ შესრულებულ მოძრაობაზე.