როგორ დავბაროთ სწორად - rogor.ge

როგორ დავბაროთ სწორად

 

პირველ რიგში საჭიროა შესაფერისი ბარის, ხელთათმანებისა და ფეხსაცმლის შერჩევა. ბარი უნდა იყოს საკმარისად გრძელი, გლუვი და მოსახერხებელი. თუ ინსტრუმენტის ტარი არ არის სწორი, ცუდადაა გაზუმფარებული, ძალიან მოკლეა ან გრძელი, თქვენ რისკავთ დიდი რაოდენობით დროსა და ენერგიას. ხელთათმანები უნდა იყოს მოსახერხებელი, მაგრამ არ უნდა იყოს ცხელი. მათი მთავარი დანიშნულება თქვენი ხელების დაცვაა. ფეხსაცმლის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ სქელი ლანჩის მქონეებს. ასეთი არჩევანი საშუალებას მოგცემთ ადვილად დააწვეთ ბარს, თავიდან აიცილოთ ფეხის ტკივილი თხრის პროცესში და საქმის ეფექტურად შესრულებაში.

 

იმისათვის, რომ თხრა იყოს მარტივი საჭიროა, რომ ბარის პირი კარგად იყოს გალესილი. გალესვა საშუალებას იძლევა უფრო მარტივად და მცირე ენერგიის დახარჯვით მიიღოთ უკეთესი შედეგი. აიღეთ ხელში ბარი, გაიმართეთ, დადგით ფეხი ბარის ქვედა ნაწილზე და დააჭირეთ. როგორც წესი, ცაციებს მარჯვენა ხელით მუშაობა ურჩევნიათ, მარჯვენებს - მარჯვენათი. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ სცადოთ ორივე ვარიანტი და შეჩერდეთ სასურველზე. ბარის პირის მიწაში ჩარჭობა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ღრმა თხრილი გჭირდებათ. მიზნიდან გამომდინარე მისი ჩარჭობა უნდა მოხდეს მთლიანად ან სანახევროდ.

 

იდეალურ ვითარებაში ბარი 90°-ით უნდა იყოს მიმართული მიწის ზედაპირისაკენ, რადგანაც კუთხის შეცვლის შედეგად თქვენ ვერ შეძლებთ საჭირო სიღრმეზე დაბარვას. ბარის მიწაში ჩარჭობის შემდეგ, ცოტათი გაუშვით ხელი ტარს, ძლიერად დააწექით ქვედა ნაწილს - როგორც ნიჩაბს. ბარის ამოწევის შემდეგ რეკომენდირებულია იგივე პროცედურის რამდენჯერმე გამეორება, რათა დაანაწევროთ მიწის მოზრდილი ნაჭრები და გახადოთ ნიადაგი ფხვიერი. დაბარეთ საშუალო ტემპში, მაგრამ არა ჩქარა. შეეცადეთ იპოვოთ თქვენთვის მოსახერხებელი მოძრაობის რიტმი, რის შემდეგაც შეძლებთ სამუშაოს შესრულებას ოპტიმალური ენერგიისა და დროის დანახარჯით.