როგორ გამოვყოთ ვოკალი მუსიკისაგან (Adobe Audition) - rogor.ge

როგორ გამოვყოთ ვოკალი მუსიკისაგან (Adobe Audition)

 

დააკოპირეთ სასურველი ტრეკი რამდენჯერმე, დაარქვით თითოეულს განსხვავებული სახელი, მაგალითად - ორიგინალი, საშუალო სიხშირის, მაღალი სიხშირის და დაბალი სიხშირის. გადმოწერეთ პროგრამა Adobe Audition, დააყენეთ პროგრამა და გახსენით. ჩასვით მასში მუსიკალური კომპოზიციის ოთხივე ნაწილი. გამოყავით ორიგინალი და დააკვირდით მის ხმოვან ტალღას. | Adobe Audition-ის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული |

 

დააკლიკეთ გამოყოფილ Wave-ს მარჯვენა ღილაკით, მოძებნეთ გაჩენილ მენიუში განყოფილება "Filters", ქვეგანყოფილებით "Removing The Central Channel". ამის შემდეგ გაიხსნება ცენტრალური არხის ცვლილებების ფანჯარა.

 

დაარეგულირეთ ხმის ტონალობა ველში - "Level of The Central Canal", მოძრავი ნაწილის მარცხნივ და მარჯვნივ გაწევით. შემდეგ კი პანელში "Distance Settings" დააყენეთ საჭირო მოჭრის სიგანე. პერიოდულად დააჭირეთ "Preview", რათა აკონტროლოთ ცვლილებები, იქამდე სანამ არ დარჩებით მიღებული შედეგით კმაყოფილი.

 

გახსენით დაბალი სიხშირის ფაილი და კვლავ დააკლიკეთ მაუსის მარჯვენა ღილაკით მონიშნულ ველზე. მონიშნეთ მენიუში "Scientific Filters" და გახსნილ ფანჯარაში აირჩიეთ პუნქტი "BatterWorld".

 

ნახეთ Cut Frequency და დარწმუნდით, რომ ის შეადგენს 800Hz-ს. ცვლილებებზე დაკვირვებისათვის საჭიროა დააჭიროთ ღილაკს "Preview".

 

ასეთი მეთოდით დაარეგულირეთ მაჩვენებლები, საშუალო და მაღალი სიხშირის ფაილებში და დააყენეთ მონაკვეთზე "Bandwidth" რიცხვი 800-6000Hz და ამოჭერით ცენტრალური არხები სხვა ტრეკებში.

 

იმუშავეთ იქამდე, სანამ ფონოგრამიდან სასურველ ვოკალურ ეფექტს მიიღებდეთ, რომლის შედეგადაც ხმა თავისთავად გქრება, ინსტრუმენტალური და მელოდიური პარტიები კი არ დაკარგავენ ხარისხს.

 

4 ფაილის შეერთებისაგან მიიღეთ ერთი მულტიტრეკი. დააყენეთ ისინი მორიგეობით სამუშაო მაგიდაზე, მოისმინეთ და შეამოწმეთ ღილაკ Play-ზე დაჭერით. რის შემდეგაც შეინახეთ მულტიტრეკი ერთ ხმოვან ფაილში.