როგორ დავგეგმოთ შვებულება - rogor.ge

როგორ დავგეგმოთ შვებულება

 

შეარჩიეთ გასამგზავრებელი ადგილი რათქმაუნდა, ეს პირველია რაც უნდა გააკეთოთ შვებულების დაგეგმვისას. საბოლოო წერტილის ცოდნით შეძლებთ ტრანსპორტისა და ტანსაცმლის შერჩევასაც კი. გაიგეთ რაც შეიძლება მეტი იმ ადგილის შესახებ, სადაც აპირებთ დასვენებას. დაინტერესდით კლიმატიც, რათა არ მოხვდეთ წვიმიან პერიოდში.

 

გაარკვიეთ ვიზასთან დაკავშირებული საკითხები იმ შემთხვევაში თუ საზღვარგარეთ აპირებთ გამგზავრებას. მისი მიღების პირობები შეგიძლიათ იხილოთ თქვენს მიერ არჩეული ქვეყნის წარმომადგენლობის საიტზე ან საკონსულოში. წინასწარ ჩაეწერეთ მიღებაზე, რათა არ ხარჯოთ დრო რიგში დგომაში. რათქმაუნდა, ამ საკითხში თვითნებურად გარკვევა საკმაოდ რთულია, ვიდრე საქმის ტუროპერატორისათვის მინდობა. მაგრამ ეს გამოცდილება აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ სხვა დროსაც დააპირებთ საკუთარი შვებულების დამოუკიდებლად დაგეგმვას. გარდა ამისა, ვიზის მიღება ტუროპერატორის გარეშე საგრძნობლად ნაკლები თანხა დაგიჯდებათ.

 

წინასწარ იყიდეთ ბილეთი არ ღირს მისი შეძენა ნაკლებადცნობილ კომპანიებში. ზედმეტი გართულებების თავიდან ასაცილებლად ავიაბილეთები შეიძინეთ ავიაკომპანიების საიტზე - ეს ასევე დაგეხმარებათ ფულის ეკონომიაში. ბილეთების საკითხის წინასწარ მოგვარებით თქვენ არ მოგიწევთ თავისუფალი რეისების ძებნა მაშინ, როცა გამგზავრებამდე ცოტა დრო იქნება დარჩენილი.

 

დაბრონეთ საცხოვრებელი ადგილი ეს ძალიან მარტივი გასაკეთებელია ინტერნეტის საშუალებით. თქვენ შეგიძლიათ იქირაოთ ოთახი კომფორტულ სასტუმროში ან უბრალო მაცხოვრებლებთან, რომლებიც სახლის გაქირავებით შოულობენ ფულს. ასევე გასარკვევია სასტუმროს კვების სისტემა. დაფიქრდით, რამდენ დროს გაატარებთ თქვენს დროებით საცხოვრებელში. იმ შემთხვევაში, თუ სახლიდან გახვალთ დილით ადრე და შემოხვალთ გვიან ღამით, მაშინ ჯობს უარი თქვათ სასტუმროს კვებაზე.

 

დაფიქრდით შვებულებაში დროის გატარებაზე ჩამოყალიბდით, რას ელით დასვენებისგან: პლაჟზე დიდხანს წოლას, სპორტის ახალი სახეობის შესწავლას, ცნობილი ღირშესანიშნაობების ნახვას თუ სხვა. მოგზაურობის გეგმის შედგენა საჭიროა თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე. იდეალური ვარიანტია - პლაჟის და აქტიური დასვენების სახეობების შეთავსება. შეეცადეთ გაანაწილოთ დრო ისე, რომ ყველაფერზე გეყოთ დრო და ენერგია.

 

ჩაალაგეთ ნივთები ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტია. რადგან თქვენ უკვე დაინტერესდით იმ ადგილის კლიმატით, სადაც გაატარებთ შვებულებას, შეეცადეთ არ წაიღოთ თან ზედმეტი ნივთები. გახსოვდეთ, რომ სავარაუდოდ კურორტზე მოგინდებათ ახალი ნივთების შეძენა. სწორად გაანაწილეთ თქვენი ფინანსები, რათა ფული გეყოთ მოგზაურობის ბოლო დღემდე. გადადეთ ცოტაოდენი თანხა მეგობრებისა და ახლობლებისთვის საყიდელი სუვენირებისათვის. მთავარია არ დაგავიწყდეთ თან წაიღოთ კარგი განწყობა და მაშინ მოგონებები მოგზაურობის შესახებ გაგათბობთ შემდეგ სეზონამდე.