როგორ გამოვიყენოთ Google Earth - rogor.ge

როგორ გამოვიყენოთ Google Earth

 

შებრძანდით პროექტის ოფოციალურ ვებ-გვერდზე. გადმოწერეთ და დააყენეთ პროგრამა Google Earth. ჩატვირთვისას ავტომატურად მოხდება სერვერთან დაკავშირება, რის შემდეგაც მოხდება პლანეტის გამოსახულების ჩატვირთვა. | Google Earth-ის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული |

 

შეისწავლეთ ნავიგაცია - მაუსის რგოლის საშუალებით მიაახლოვეთ ან დააშორეთ ობიექტები, მაუსის გვერდზე გაწევით (ან კლავიატურაზე არსებული ნავიგაციის ღილაკების გამოყენებით) გადაინაცვლეთ რუქის გარშემო.

 

შეისწავლეთ ფანჯრის ძირითადი ელემენტები. "Search Panel"-ის მეშვეობით შექმენით ნიშნულები და შეადგინეთ მარშრუტები, ასევე მართეთ ძიების შედეგები. გახსენით პანელი "Markers", ძებნისათვის, შენახვისა და ნიშნულების მოწესრიგებისათვის, რათა მოგვიანებით მარტივად შეძლოთ სასურველი ადგილების მოძიება. ნიშნულებს შორის მანძილის გამოსათვლელად გამოიყენეთ ფუნქცია "Drawing".

 

ობიექტების კოორდინატების, სიმაღლის, გადაღების თარიღის ასახვისათვის გამოიყენეთ "Status Bar". გამოიყენეთ "Map Review", რათა შეძლოთ პლანეტის სხვა რაკურსით დანახვა. მართვის ელემენტების საშუალებით დაარეგულირეთ რუკის მასშტაბი, ჩვენების კუთხე და მოხვევა.

 

3D ხედვის ფანჯარაში შეისწავლეთ გლობუსი და მისი რელიეფი. გამოიყენეთ ინსტრუმენტების პანელის ღილაკები და მართეთ ნავიგაცია. გამოიყენეთ ფუნქცია სახელწოდებით "Layer", რათა იხილოთ რუკაზე არსებული ობიექტები. გამოიყენეთ ფუნქცია "Historic Photos", რათა ძველ დროში იხილოთ სასურველი რაიონი. Google Earth-ის ბაზაში ინახება 1930 წლის შემდეგ გადაღებული სურათები.

 

თქვენი სურათებისა და ნიშნულების გასაზიარებლად სოციალურ ქსელი Google+ გამოიყენეთ ელემენტი "Sign in to Google Account".