საოჯახო საქმე

შეკეთება და "რემონტი"

როგორ დავამაგროთ პლინტუსი

ავტორი: საბა მდივნიშვილი

ადამიანები, რომლებსაც განზრახული აქვთ იატაკის საფარის განახლება, დგებიან საკითხის წინაშე, როგორ უნდა დამაგრდეს პლინტუსი სწორად და რა სახის გამაგრების შერჩევაა უკეთესი. სწორად დაყენებული პლინტუსი არ შეგიქმნით დამატებით პრობლემებს, მაგალითად მაშინ, როცა მოინდომებთ შპალერის გამოცვლას.

 

საფეხურები

  1. 1 დღესდღეობით ყველაზე ხშირად გამოიყენება პლინტუსის დამაგრების 3 მეთოდი: წებო, სპეციალური სამაგრი და ხრახნები. ყველაზე მარტივი პლინტუსის დაწებებაა. პლინტუსის დამაგრება წებოთი ან ლურსმნებით მიზანშეწონილია მხოლოდ მაშინ, როცა მისი დაყენება ხდება ერთხელ და სამუდამოდ.
  2. 2 საკმაოდ ხშირად მწარმოებლები გვირჩევენ გამოვიყენოთ პლასტიკური პლინტუსები სპეციალური სამაგრებით. მოცემულ სიტუაციაში აუცილებელია პირველ რიგში სამაგრი ნაწილების ხრახნებით გამყარება. ისინი განაწილებული უნდა იყვნენ ერთმანეთისგან 30-350სმ-ის დაშორებით. ამის შემდეგ მათზე უკვე ემაგრება თვითონ პლინტუსი. საბოლოო ჯამში გამოდის მყარი და უხეში დამაგრება, რომელიც სრულიად შეუმჩნეველია. მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაშიც დემონტაჟია. პლინტუსის მოხსნას უპრობლემოდ შეძლებთ, მაგრამ შემდეგ მისი ისევე დამაგრება ნაკლებსავარაუდოა, რომ გამოგივიდეთ. უხეში დამაგრების დემონტაჟის დროს ხშირად ზიანდება პლასტიკი.
  3. 3 პლინტუსის დაყენება ხრახნების საშუალებით გაცილებით შრომატევადია. პირველ რიგში საჭიროა კედელზე გაკეთდეს ნიშნულები ნახვრეტების ქვევით. მოცემულ სიტუაციაში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა უსწორმასწორობა. ამ პრობლემის მოგვარების შემდეგ შეიძლება ხვრელების გაკეთებაზე და დუბელების დაჭედებაზე გადასვლაც. შემდეგ ეტაპზე საჭიროა პლინტუსში ნახვრეტების გაკეთება. ზუსტად დაამთხვიეთ ისინი კედელში არსებულ ნახვრეტებს. მიამაგრეთ პლინტუსი კედელს. მუშაობის პროცესში არ ღირს ყველა აუცილებელი შეერთების ადგილისა და კუთხის დავიწყება. მათი გაკეთება საჭიროა იქამდე, სანამ დაამაგრებდეთ უახლოს ხრახნებს. პლინტუსის დამაგრების ეს მეთოდი ხასიათდება ბევრი დადებითი თვისებით. პლინტუსი დამაგრებული იქნება მჭიდროდ. თქვენ შეძლებთ მის მოხსნას და ხელახლა დამაგრებას. შედეგად კი მიიღებთ მყარ და ბუნებრივ დამაგრებას.