როგორ გავხსნათ საკონდიტრო კაფე - rogor.ge

როგორ გავხსნათ საკონდიტრო კაფე

 

საწყისისთვის შეისწავლეთ ბაზარი. გაისეირნეთ უკვე მსგავს არსებულ საკონდიტროებთან. შეხედეთ როგორ მუშაობენ, პროდუქტის როგორი ასორტიმენტია, პერსონალის რაოდენობა, რამდენია დასაჯდომი მაგიდა. აღნიშნეთ მათი პლიუსები და მინუსები. გაიგეთ დანადგარები და მოწყობილობების ფასები, რომლებიც დაგჭირდებათ თქვენს საკონდიტროში. გაარკვიეთ რა საბუთებია საჭირო გახსნისთვის, რამდენი უნდა გადახადოთ საგადასახადოში, გამოთვალეთ ხარჯების სავარაუდო დონე.

 

დარეგისტრირდით როგორ იურიდიული პირი (ინდივიდუალ მეწარმედ უფრო მარტივია დარეგისტრირება) საგადასახადო კოდექსის თანახმად. გახსენით ბანკში ანგარიში.

 

შეადგინეთ შენობის იჯარით აღების ხელშეკრულება. საკონდიტრო კაფესთვის სავარაუდოდ 50 -100 კვადრატული ფართიც საკმარისია. დაიმახსოვრეთ დარბაზში სადაც იქნებიან მომხმარებლები უნდა იყოს დაშორებული საწყობიდან და წარმოების ოთახიდან. გაითვალისწინეთ კაფესი მინიმუმ ორ სველი წერტილი უნდა ქონდეთ.

 

აუცილებლად გაარემონტეთ ან გააკეთეთ : ელექტროენერგია, წყალი, კანალიზაცია. ყველა პროექტი შეათახმეთ მერიასთან ან ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელეთ სარემონტო სამუშაოები გეგმის მიხედვით.

 

მიიღეთ ლიცენზია. ამისათვის ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს უნდა მიმართოთ

 

შეიძნეთ საჭირო დანადგარები საკონდიტრო კაფესთვის. მთავარი ნივთი ნებისმიერი საკონდიტროსი არის დახლი ეს არის კაფის სახე. ის უნდა იყოს სწორედ გაფორმებული. აუცილებლად საჭიროა ყავის მადუღარა და სხვა წვრილმანი ინვენტარი. ხელშეკრულება დადეთ მომწოდელ ფირმებთან მზა პრუდუქტზე. მენიუში ჩართეთ ცნობილი დელიკატესები და სიახლეები.

 

დაიქირავეთ კვალიფიციური კადრები. პირველ რიგში სამსახურში მიიღეთ მენეჯერი და საკონდიტრო მზარეული. ისინი დაგეხმარებიან შეარჩიოთ ოფიციანტები, ბარმენები და სხვა პერსონალი.