ფსიქოლოგია და ურთიერთობები

ურთიერთობები კაცთან

როგორ გავიგოთ ვჭირდებით თუ არა მამაკაცს

როგორ გავიგოთ ვჭირდებით თუ არა მამაკაცს

ავტორი: საბა მდივნიშვილი

ზოგჯერ მამაკაცის დამოკიდებულება ქალისადმი სავსებით გასაგებია. ძლიერი სქესის ზოგი წარმომადგენელი კი საკუთარ გრძნობებს არასაკმარისად ამჟღავნებს და ქალებს ისღა რჩებათ, იმკითხაონ მათ მიერ თქმულისა და გაკეთებულის ნამდვილი მნიშვნელობის შესახებ. როგორ გავიგოთ მათი ყურადღების სანდო ნიშნები და მიზეზები?

 

საფეხურები

  1. 1 დააკვირდით მამაკაცს უკეთ. შესაძლებელია ის არაერთხელ ეცადა თქვენთვის საკუთარი გრძნობების გამხელას, მაგრამ თქვენ მას არ იღებდით სერიოზულად. თუ ერთხელ უარი განაცხადეთ ყავაზე დაპატიჟებაზე, დაგავიწყდათ მისთვის დარეკვა, ან ამჯობინეთ თავისუფალი დროის დაქალთან გატარება, მაშინ შესაძლებელია მამაკაცს თავი დაენებებინა თქვენთან არშიყობისთვის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მას არ სჭირდებით.
  2. 2 დიდი დაინტერესების მნიშვნელოვანი ნიშანია - თქვენს გარშემო მომხდარი ნებისმიერი მოვლენის შესახებ გულითადი ინტერესი. მისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო როგორ გამოიყურებით, არამედ ისიც თუ რაზე ფიქრობთ და რას გრძნობთ. მან შეიძლება ვერ შეამჩნიოს თქვენი ახალი ჩანთა, მაგრამ ძალიან შეაწუხებს თქვენი გაციება ან უბრალოდ ცუდ ხასიათზე ყოფნა.
  3. 3 მისთვის მნიშვნელოვანია ვისთან ერთად ატარებთ დროს და ის ნერვიულობს როცა იგებს, რომ თქვენს მეგობრებს შორის ბევრი მარტოხელა მამაკაცია. ზოგჯერ ეს ემოციები არ ვლინდება აშკარად, მაგრამ ისინი საკმაოდ მარტივი შესამჩნევია. თუ მამაკაცისგან არ შეიმჩნევა ეჭვიანობის მინიმალური მაჩვნებელიც კი, სავარაუდოდ მისგან არ უნდა ელოდოთ გაბედულ მოქმედებებს თქვენთან დასაახლოებლად.
  4. 4 ის არ გჩუქნით ყვავილებს, არ გეპატიჟებათ სამოგზაუროდ, არ გაცნობთ საკუთარ მეგობრებს? არ გააკეთოთ ნაადრევი დასკვნები. მან შეიძლება დახმარება შემოგთავაზათ აგარაკზე, გვიან მოგიყვანათ, ან მოგაცილათ სახლთან, დაგიცვათ უფროსობასთან? ყველა მამაკაცი რომანტიკოსი არ არის. ზოგჯერ მათი სიმპათია გამოიხატება იმით, რომ მზად არიან დაგეხმარონ ნებისმიერ მომენტში.
  5. 5 დაიმახსოვრეთ, თუ თქვენ ძვირფასი ხართ მამაკაცისთვის, იგი არასდროს მისცემს საკუთარ თავს თქვენი შეუაცხყოფის უფლებას. არც სიტყვით და არც საქმით. თუ ურთიერთობაში თქვენ ვერ გრძნობთ მისი მხრიდან სიყვარულს ხვდებით, რომ დაიღალეთ ცალმხრივი აქტიურობით, დაფიქრდით, იმსახურებს თუ არა არჩეული მამაკაცი თქვენს ყურადღებას.
  6. 6 ქალები ხშირად ცდილობენ გაამართლონ მამკაცის სიმკაცრე იმით, რომ ძლიერი სქესი არ არის მიდრეკილი გრძნობების გამოაშკარავებისაკენ. ეს სიმართლეა, მაგრამ ნამდვილი ინტერესის დაფარვა შეუძლებელია და ამავდროულად არც არსებობს მისი დაფარვის მიზეზი. თქვენ აუცილებლად შეიტყობთ მის შესახებ. ცოტა მოიცადეთ და მიეცით მამაკაცს პირველი ნაბიჯის გადმოდგმის შესაძლებლობა და ცოტახანში გაიგებთ, ღირს თუ არა ცხოვრების ერთად გაგარძელება.