როგორ დავალევინოთ მოზრდილ ბავშვს წამალი - rogor.ge

როგორ დავალევინოთ მოზრდილ ბავშვს წამალი

 

მზად იქონიეთ ბავშვის საყვარელი სასმელი, რათა წამლის გემო გააქროს. მოქრთამვაც სცადეთ შეიძლება საყვარელი ტკბილეულის ან ჯილდოს მოლოდინით ბავშვმა მორჩილად გაგიღოთ პირი.

 

უთხარით ბავშვს, ცხვირზე ხელი მოიჭიროს, რომ წამლის სუნი ვერ იგრძნოს (ცხვირზე ხელი ძალით არ მოუჭიროთ).

 

მოზრდილ ბავშვს აუხსენით, რატომ უნდა დალიოს წამალი, თუ ეცოდინება, რომ წამალი უშველის, შეიძლება უფრო მოინდომოს დალევა.

 

თუ ბავშვი მაინც არ სვამს წამალს, ექიმს სთხოვეთ, იქნებ სხვა არომატით ან სხვა ფორმით გამოგიწეროთ.

 

რჩევა თუ ბავშვს წამლის გემო არ მოსწონს, ენის ძირზე დაასხით, ასე გემო ნაკლებად იგრძნობა, რადგან გემოვნების რეცეპტორები ენის წვერზეა განლაგებული.

 

წამალი და კბილები წამლის დალევის შემდეგ ბავშვს კბილები გაუსუფთავეთ, რადგან ბევრი საბავშვო წამალი შაქარს შეიცავს და კბილებს აზიანებს. თუ ბავშვმა დიდი ხნის განმავლობაში უნდა სვას წამალი, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს, ხომ არ შეიძლება უშაქრო შემცვლელით ისარგებლოთ.