როგორ დავალევინოთ ჩვილს წამალი - rogor.ge

როგორ დავალევინოთ ჩვილს წამალი

 

წამლის კოვზი აიღეთ წამლის საჭირო რაოდენობა და ნახევარი მეორე კოვზზე გადაასხით. ორივე კოვზი ახლოს იქონიეთ. ბავშვი აიყვანეთ და მაგრად დაიჭირეთ. შემდეგ აიღეთ ერთი კოვზი და ქვედა ტუჩე დაადეთ. აცალეთ, წამალი შეისრუტოს, შემდეგ იგივე გაიმეორეთ მეორე კოვზით.

 

პიპეტი საზომი კოვზით აიღეთ წამლის საჭირო რაოდენობა და ცოტაოდენი პლასტმასის პიპეტით შეისრუტეთ. პიპეტი ბავშვს პირში ჩაუდეთ და წამალი ჩააწვეთეთ. წამლის დანარჩენი ნაწილიც ასე მიეცით. მინის პიპეტს ნუ იხმართ, თორემ შეიძლება გატყდეს. ორ თვემდე ჩვილისთვის პიპეტი არ გამოიყენოთ, შეიძლება წამალი გადასცდეს.

 

შპრიცი წამლის საჭირო რაოდენობა შპრიცით აიღეთ, შემდეგ აიყვანეთ ბავშვი და შპრიცის წვერი ქვედა ტუჩზე დაადეთ. ოდნავ დახარეთ და შპრიცის ბოლოს ფრთხილად დააწექით, რათა წამალი ბავშვს პირში ნელა ჩაუვიდეს.