როგორ გავუზომოთ ბავშვს ტემპერატურა - rogor.ge

როგორ გავუზომოთ ბავშვს ტემპერატურა

 

ციფრული თერმომეტრით ტემპერეტურის გაზომვა 1) ბავშვი კალთაში ჩაისვით და ხელი აუწიეთ. თერმომეტრის ბოლო იღლიაში ჩაუდეთ. 2) შემდეგ ხელი დააშვებინეთ და ტანზე მიაკარით. თერმომეტრი მყარად გააჩერეთ ადგილზე დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში. 3) ბავშვის ტემპერეტურა თერმომეტრის ეკრანზე დაფიქსირდება. 37,5 C - ზე მაღალი ტემპერატურა უკვე სიცხეა. გამორთეთ თერმომეტრი, გრილ წყალში გარეცხეთ და გაამშრალეთ.

 

პირის ღრუში ჩართეთ თერმომეტრი და სთხოვეთ ბავშვს, პირი გააღოს. თერმომეტრი ენის ქვეშ ჩაუდეთ და სთხოვეთ, პირი დახუროს. დაიცადეთ დაახლოებით სამი წუთი და შემდეგ ნახეთ ტემპერატურა.

 

მაჩვენებელი ლენტის გამოყენება ლენტი ბავშვს დაახლოებით 15 წამით დაადეთ შუბლზე. ტემპერატურის მაჩვენებელი პანელი, რომელიც ბოლოს აინთება, ბავშვის ტემპერატურას აღნიშნავს.

 

ყურის თერმომეტრის გამოყენება ყურის თერმომეტრს დაუყენეთ ახალი ერთჯერადი ფილტრი. ყურის ნიჟარა ფრთხილად დაქაჩეთ უკან და თერმომეტრი ყურში ჩადეთ, სანამ ყურის არხი არ დაიგმანდება. ერთი წამით დააწექით თერმომეტრის თავზე მოთავსებულ ღილაკს, შემდეგ თერმომეტრი ამოიღეთ და ბავშვის ტემპერატურა ამოიკითხეთ.