ჯანმრთელობა

რჩევები

როგორ გავაყუჩოთ დამწვრობისგან გამოწვეული ტკივილი

როგორ გავაყუჩოთ დამწვრობისგან გამოწვეული ტკივილი

ავტორი: საბა მდივნიშვილი

დამწვრობები თავისი ზემოქმედების ფაქტორით იყოფა 3 ტიპად: თერმული, ქიმიური და მზისგან მიღებული. შედარებით ხშირია თერმული დამწვრობების რაოდენობა (მაგალითად, სხეულზე მდუღარე წყლის მოხვედრა, ცეცხლზე დაწვა, გახურებულ ნივთებთან შეხება). დამწვრობის სიმძიმიდან გამომდინარე (ტემპერატურა და მოქმედების ხანგრძივობა) გამოარჩევენ სხვადასხვა ხარისხებს. იქამდე, სანამ დაიწყებდეთ ტკივილის გაყუჩებას, შეასრულეთ პირველადი დახმარებისათვის საჭირო პროცედურები და გამოიძახეთ სასწრაფო.

 

საფეხურები

  1. 1 პირველადი დახმარებას, როგორც წესი აღმოუჩენენ ხოლმე არა სამედიცინო მუშაკები, ამიტომაც გვერდშიმყოფის მიერ სწორად შესრულებაზეა დამოკიდებული დაავადების შემდგომი განვითარება, დაზიანების სიღრმე და ზოგჯერ დაზარალებულის სიცოცხლეც. პირველადი დახმარების აღმოჩენისას თქვენ პირველ რიგში უნდა შეწყვიტოთ თერმული აგენტის ზემოქმედება კანის ზედაპირზე. რაც უფრო სწრაფად იზამთ ამას, მით უფრო ნაკლები იქნება დამწვრობის სიმძიმე.
  2. 2 შემდეგ უკვე აუცილებელია დამწვარი ადგილის გაციება. საქმე იმაშია, რომ თერმული აგენტის მოცილების შემდეგ ქსოვილების დაზიანება შეიძლება მაინც გაგრძელდეს, ეს დაკავშირებულია უკვე დამწვარი ქსოვილების მაღალ ტემპერატურასთან. ასე, რომ გაციება არის პირველადი დახმარების ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი. დამწვარი ადგილის გაციება შეიძლება ცივი წყლით ან ყინულით. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ სიცივის მოქმედებად გაგრძელდეს არაუმეტეს 10-15 წუთისა.
  3. 3 მაშინ, როცა დაასრულებთ გაციებას გაუკეთოთ ასეპტიკური (სტერილური) შეხვევა. ასეთი შეხვევა სხეულზე კეთდება იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ დაზიანებული ადგილის ინფიცირება. სახეზე იგი არ კეთდება, საკმარისი იქნება კანის ვაზელინით დამუშავებაც.
  4. 4 შემდეგ უკვე შეიძლება ტკივილის გაყუჩება და შოკის საწინააღმდეგო მოქმედებების განხორციელება. თუ გაქვთ მედიკამენტების გამოყენების საშუალება, შეუყვანეთ დაზარალებულს ნარკოტიკული ანალგინი (მორფინი ან ნრომედოლი). ამის შემდეგ თქვენ შეძლებთ შოკის საწინააღმდეგო სისხლისშემცვლელების შეყვანა (ვენაში). მაგალითად, "ჟელატინოლი", "რეოპოლიგლუკინი" და სხვა. არ დაგავიწყდეთ დაზარალებულის გათბობა: თბილად ჩააცვით, მიეცით თბილის სასმელი (ჩაი). მას შემდეგ, რაც თქვენ აღმოუჩენთ პირველად დახმარებას, რაც შეიძლება სწრაფად მიიყვანეთ დაზარალებული საავადმყოფოში.