როგორ დავაჭრათ ფრჩხილები ახალშობილს - rogor.ge

როგორ დავაჭრათ ფრჩხილები ახალშობილს

 

ახალშობილი ახალშობილს ფრჩხილები მოკლედ დააჭერით, რათა კანი არ გაიკაწროს და არ დაშავდეს. პირველ თვეებში ფრჩხილები რბილია , ამიტომ მათ დასაჭრელად სპეციალური საბავშვო მაკრატელი გამოიყენეთ. ბავშვის მაკრატელს ბლაგვი წვერები აქვს და უაფრთხოა. ფრჩხილები მუდამ სწორად გადაჭერით, თორემ გვერდები კანში ჩაეზრდბა. ამიტომ, ბავშვისთვის ფრჩხილების დაჭრისას, ჯობს, თითის წვერის ფორმას მიჰყვეთ. როცა დაამთავრებთ, შეამოწმეთ, სადმე წვეტი ხომ არ დარჩა. თუ ფრჩხილების დაჭრისას ბავშვი ფართხალებს, ნუ დააძალებთ, ფრჩხილები მაშინ დააჭერით როცა წყნარად ეძინება.

 

ხელის ფრჩხილები ბავშვი კალთაში ჩაისვით ისე, რომ წინ იყურებოდეს. თითები სათითაოდ დაუჭირეთ და ფრჩხილები ბავშვის მაკრატლით დააჭერით.

 

ფეხის ფრჩხილები ჩვილი გამოსაცვლელ ლეიბზე დააწვინეთ, ხოლო ცოტა მოზრდილი - კალთაში ჩაისვით. ტერფი მაგრად დაუჭირეთ, თორემ შეიძლება წიხლის კვრა სცადოს.