როგორ დავიწყოთ ბიზნესი ნულიდან (დამწყებთათვის) - rogor.ge

როგორ დავიწყოთ ბიზნესი ნულიდან (დამწყებთათვის)

 

მოიფიქრეთ იდეა. კარგი ბიზნეს იდეა, ძირითადი პირობაა ნებისმიერი დამწყებისათვის. თუ თქვენ უკვე გაქვთ იდეა, ასევე არსებობს სურვლი იდეის განხორციელების და ასევე გაქვთ ნებისყოფა მაშინ არსებობს დიდი შანსი იმისა, რომ მიაღწიოთ მნიშვნელოვან წარმატებებს თქვენს მიერ არჩეულ სფეროში. ხშირ შემთხვევებში იდეის არჩევა დამოკიდებულია უნარებზე, ჰობი, ოცნებები და სხვა, მეწარმის პირადი თვისებები.

 

განსაზღვრეთ დამფუძნებლების რაოდენობა. ერთპიროვნული ბიზნესის მფლობელს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მის ყოველ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ მუშაობის შედეგი ამ შემთხვევაში ეკუთვის მარტო მას. თუ ნულიდან თავის ბიზნეს აწყობს ორი კაცი, დამატებითი სტიმულია აქტიური ქმედებისკენ. ერთობლივი ძალისხმევა ზრდის საწყისი კაპიტალის ღირებულებას, რომელიც მოიცავს არა მარტო ფინანსებს, არამედ ტექნიკას, შენობას და ა. შ.

 

შეადგინეთ ბიზნეს გეგმა. სწორად და სათანადოდ შემუშავებული ბიზნეს გეგმა აჩვენებს ყველა შესაძლებლობას და სამომავლო პრობლემებს. მკაფიოდ შემუშავებული გეგმა გვაძლევს საშუალებას თამამად გადავდგათ პირველი ნაბიჯები, რადგან ისინი მიმაგრებულნი არიან რაოდენობრივ გათვლებთან და იდეებთან. ნებისმიერი გეგმა უნდა გვაძლევდეს კითხვებზე პასუხებს იდეის არსსზე, განხორციელების შესაძლებლობებს და ფინანსების წყაროს.

 

განსაზღვრეთ ბიზნესის ფორმა და გაიარეთ რეგისტრაციის პროცედურა. მცირე მეწარმეების რეგისტრაცია უფრო მარტივად ხდება, ვიდრე შპს, სს ან სპს რეგისტრაციის დროს. ხშირად ეს დამოკიდებულია ბიზნესის ხასიათზე, თუ რა მომსახურებას ან პროდუქტს ვაწარმოებთ.

 

გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რათა შეამციროთ თავდაპირველი ხარჯები. საქმის წამოწყება მინიმალური ფინანსებით ან ნულიდან ბევრად რთულია. შეეცადეთ მოიზიდოთ ყველა არსებული რესურსი. განათავსეთ განცხადება უფასო წყაროებში, გახსენით ოფისი საკუთარ სახლში, გააკეთეთ რეკლამა ინტერნეტში და ა. შ. ნებისმიერი სახსრები კარგია იმით, რომ საჭიროებენ მინიმალურ ხარჯებს და შედეგმა შეიძლება მოლოდინს გადააჭარბოს.