როგორ გავხადოთ ბავშვს - rogor.ge

როგორ გავხადოთ ბავშვს

 

კომბინეზონის გახდა 1) შეხსენით კნოპკები. ცალი კოჭი დაუჭირეთ და კომბინეზონის ტოტი გამოსწიეთ. მეორე ფეხზეც ასე გახადეთ. 2) გაუხსენით მაისურის კნოპკები, შემდეგ კოჭებში მოჰკიდეთ ხელი, ქვედა ტანი აუწიეთ და კომბინეზონი და მაისური მაქსიმალურად ზემოთ ააცურეთ. 3) ერთი ხელი სახელოში შეყავით და იდაყვზე მოჰკიდეთ. მეორე ხელით სახელო გახადეთ. 4) ბავშვს ხელი თავისა და კისრის ქვეშ შეუცურეთ, ზედა ტანი აუწიეთ და კომბინეზონი გამოაცალეთ.

 

მაისურის გახდა 1) ცალი ხელით იდაყვი დაუჭირეთ, მეორეთი კი მაისურის სახელო ამოსწიეთ. 2) მაისური ხელში აიკრიფეთ რათა გახდისას ქსოვილი თავზე არ წამოედოს. 3) ქსოვილი მაქსიმალურად გაწელეთ და ერთი სწრაფი მოძრაობით გადაუწიეთ კეფამდე. 4) ბავშვს თავსა და კისერქვეშ შეუცურეთ ხელი, ზედატანი წამოუწიეთ და მაისური გადააძვრეთ.