როგორ ჩავაცვათ ბავშვს - rogor.ge

როგორ ჩავაცვათ ბავშვს

 

მაისურის ჩაცმა 1) მაისურის წინა მხარე თქვენსკენ მოაქციეთ, უკანა მხარე ბავშვს თავზე გადააცვით. 2)ერთი სწრაფი, ნაზი მოძაობით მაისურის წინა მხარე ბავშვს ნიკაპამდე ჩამოუწიეთ. ქსოვილი ისე ჩამოსწიეთ, რომ სახეზე არ მოედოს და არ გააღიზიანოს. 3) ბავშვს ფრთხილად აუწიეთ თავი და მაისური ისე ჩამოუწიეთ, რომ ყელზე ჩამოეცვას და მხრებზე დაეფინოს. ფრთხილად დააწვინეთ ლეიბზე. 4) თუ მაისური სახელოებიანია, თითები საყელოში ჩაყავით და გაწელეთ, მეორე ხელით კი ბავშვის მუშტი თქვენი თითებისკენ წამოიღეთ. 5) ცალი ხელით ხელი დაუჭირეთ, მეორეთი კი სახელო ჩამოაცვით და ხელი გააყრევინეთ. 6) მაისური მუცელზე ჩამოუწიეთ. კოჭებში ხელი მოჰკიდეთ, ქვედა ტანი ააწევინეთ და მაისურის ზურგიც ჩამოუწიეთ. ფეხებს შორის კნოპკები შეუკარით.

 

კომბინეზონის ჩაცმა 1) ბავშვი აიყვანეთ. გამოსაცვლელ ლეიბზე სუფთა კომბინეზონი გაშალეთ და კნოპკები შეუხსენით. ზემოდან ბავშვი დააწვინეთ ისე, რომ კისერი კომბინეზონის კისრის სისწორეზე ჰქონდეს. 2) კომბინეზონის ცალი ტოტი ხელში მოიქციეთ და შეეცადეთ, ბავშვს ფეხზე მოხერხებულად მოარგოთ. 3) ცალი ხელი სახელოს მაჯაში გაუყარეთ და დანარჩენი სახელო ხელის ირგვლივ მოიქციეთ. ღია ნაწილი გაწელეთ, მეორე ხელით ბავშვს მუშტი თქვენი თითებისკენ წამოაღებინეთ. 4) ბავშვს ხელი დაუჭირეთ, სახელოში გააყრევინეთ და ასწიეთ. ასე ბავშვი თითებსა და ფრჩხილებს არსად წამოსდებს. 5) თუ კომბინეზონი დიდია, სახელოები აუკეცეთ რათა ბავშმა შესძლოს ხელები თავისუფლად ამოძრაოს. 6) კნოპკების შეკვრა ბარძაყებიდან დაიწყეთ და ნიკაპამდე ადით.