როგორ მოვაწონოთ წამოზრდილ ბავშვს საკვები - rogor.ge

როგორ მოვაწონოთ წამოზრდილ ბავშვს საკვები

 

როგორ აიცილოთ თავიდან კვებასთან დაკავშირებული პრობლემები აგრძნობინეთ ბავშვებს, რომ კვება თავისი შიმშილის დაკმყოფილების ყველაზე სასიამოვნო გზაა. დაუშვებელია კვების გადაქცევა ორთაბრძოლად-თქვენ ღიზიანდებით ის კი შემდეგ ჯერზე უფრო მეტად იუარებს ჭამას. პირიქით, ორივე სიამოვნებით დაელოდეთ ხოლმე კვებას, რადგან ეს მართლაც სასიამოვნო პროცესია: 1) ნუ დასჯით ბავშვს, თუ რომელიმე საკვებზე უარი თქვა და ნურც რამე ჯილდოს შეპირდებით. " ჭამე სტაფილო და ველოსიპედზე დაგსვამ!" ბავშვს ეგონება, რომ სტაფილო ცუდია რადგან მისი ჭამისთვის ჯილდო ეძლევა. 2)ბავშვს მრავალფეროვანი საკვები შესთავაზეთ და არჩევანის საშუალება მიეცით. ის მალევე გაარკვევს, რა მოსწონს და რა არა. 3)დიდ დროს ნუ მოანდომებთ საგანგებოდ მისთვის განკუთვნილი საჭმლის მომზადებას, რადგან თუ არ შეჭამს, კიდევ უფრო მეტად დაგწყდებათ გული. 4)ნუ დააძალებთ იმაზე მეტის ჭამას, რამდენიც უნდა. თვითონ გადაწყვიტოს, როდის აღარ უნდა მეტი. თუ ნორმალურად იზრდება, ესეიგი ბავშვი საკმარისად ჭამს.

 

სრულფასოვანი საკვები სრულფასოვნად კვების საფუძველი მრავალფეროვნებაა: თუ კვირის განმავლობაში ბავშვს სხვადასხვაგვარ საკვებს სთავაზობთ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ყველა საჭირო საკვებ ნივთიერბას იღებს. კვება არაჯანსაღია, თუ დიდი ხნის განმავლობაში ბავშვი ერთი და იმავე სახის პროდუქტს ჭამს, მაგალითად: გალეტსა და კექსს, ანდა ნახევარფაბრიკატებს, ვთქვათ, ძეხვს ან ნაყიდ ჰამბურგერებს.

 

წახემსება და ტკბილეული ბავშვს ხშირად სჭირდება წახემსება, რათა ჭამასა და ჭამას შორის ენერგია მიიღოს. გალეტის ნაცვლად სჯობს ჯანსაღი, ნოყიერი საკვები მისცეთ, მაგალითად: გაუცრელი ფქვილის პურის ნაჭერი, ვაშლი, სტაფილო ან ბანანი. არაუშავს, თუ მომდევნო ჭამისთვის ძალიან არ ეშიება, სამაგიეროდ, საჭირო საკვები ნივთიერებები ექნება მიღებული. ტკბილეული, შეიძლება, კამათის საგანი იყოს, თუმცა, მისი აკრძალვაც არასასურველია, რადგან ბავშვს უფრო მეტად მოუნდება. ტკბილეულში კალორია უფრო მეტია, ვიდრე საკვები ნივთიერებები და ბავშვს კბილებსაც უფუჭებს. ეცადეთ, ბავშვის რაციონში ტკბილეული მინიმუმამდე დაიყვანოთ. 1) დესერტად ხილი ან დაუმტკბარი მაწონი შესთავაზეთ. კარგია ყველიც, რადგან ის ანეიტრალებს პირის ღრუში წარმოქმნის მჟავას, რომელიც კბილის მინანქარს აზიანებს. 2)ბავშვს ტკბილეული კვების დასასრულში მიეცით და არა კვებიდან კვებამდე შუალედში. 3)ისეთი ტკბილეული აარჩიეთ, რომელიც სწრაფად იჭმევა და წუწნა ან ხანგრძლივად ღეჭვა არ სჭირდება. 4) ჭამისას ხილის ნატურალური, გაზავებული წვენი დაალევინეთ, მოერიდეთ ხელოვნურად დამტკბარს. სხვა დროს კი სასმელად რძე ან წყალი შესთავაზეთ. 5)ნუ გამოიყენებთ ტკბილეულს ბავშვის დასაჯილდოვებლად ან დასასჯელად, რათა მეტისმეტად ძვირფასი არ გახდეს. 6)შეაჩვიეთ ფტორიანი კბილის პასტით კბილების გამოხეხვას ნასაუზმევს და ძილის წინ.