როგორ მოვიყვანოთ მწვანე ხახვი (სათბურში) - rogor.ge

როგორ მოვიყვანოთ მწვანე ხახვი (სათბურში)

 

მწვანე ხახვის (კალმიანი) სათბურში მოსაყვანად აუცილებელია ისეთი ნიადაგის გამოყენება, რომელიც მდიდარია ნეშომპალათი. მისი ფენის სიმაღლე უნდა იყოს მინიმუმ 20 სმ. კარგი მოსავლის მისაღებად სასურველია შემდეგი ჯიშების შერჩევა: Бессоновский, Троицкий, Спасский და Скопинский. შემოდგომის დასაწყისიდან შეუდექით ნიადაგის გამზადებას, შეიტანეთ ყველა საჭირო დანამატი და გაასწორეთ მონაკვეთი ფოცხით.

 

მეგობრულ და აქტიურ ზრდას ხახვი იწყებს "დასვენების პედიოდის" დამთავრების და დასათესად გამზადების შემდეგ. სწრაფი ზრდისათვის ხელის შესაწყობად წააჭერით ხახვს ბოლოები. ასეთი ჭრილი გააუმჯობესებს ჟანგბადის მიწოდებას, დააჩქარებს დასვენების პედიოდის დასრულებას, გააძლიერებს შაქრების ჰიდროლიზს და გაზრდის ქსოვილების სუნთქვის ინტენსიურობას.

 

ჭრილების გაკეთებიდან დაახლოებით 2 დღის ხახვისათვის შეიძლება ტორფისა და ნეშომპალას მოყრა. შეიძლება წაჭრის შემდეგ პირდაპირ დათესვაც, ამასთან არ არის საჭირო მისი ღრმად დათესვა, რადგან სიღრმე ხელს შეუშლის ფესვური სისტემის განვითარებას. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ხახვის მჭიდროდ დათესვის დროს. დათესვამდე უხვად მორწყით ნიადაგი, ხოლო ზევიდან მოსაყრელად გამოიყენეთ ცოტათი ნოტიო ტორფი ან ნეშომპალა.

 

არსბობს სხვა არანაკლებ ეფექტიური მეთოდი ზრდის დასაჩქარებლად. დატოვეთ ხახვი 12 საათის განმავლობაში წყალში , რომლის ტემპერატურა უნდა შეადგენდეს 35-38°С. თუ წყლის ტემპერატურა შეადგენს 25-30°С, მაშინ დატოვეთ 24 საათის განმავლობაში. ეს მეთოდი დააჩქარებს ზრდას 5-8 დღით.

 

დაიმახსოვრეთ, რაც უფრო მაღალია ტემპერატურა სათბურში, მით უფრო სწრაფად გაიზრდება მწვანე ხახვი. მაღალი ტეპერატურის შემთხვევაში ფოთლების ზრდა ჩქარდება, იფიტება, ყვითლდება და იხრება. ამიტომაც სასურველია ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნება, რაც შეადგენს 16-20°С-ს დღისით და 14-16°С ღამით. ჰაერის სასურველის სინესტე - 70-85%.

 

რეგულარულად გაანიავეთ სათბური, რადგან ჰაერის სინესტე და ტემპერატურა იყოს ოპტიმალური. მწვანე ხახვი ვეგეტაციის პერიოდში უნდა მინიმუმ სამჯერ. 2-ჯერ უნდა მოირწყას მინერალური დანამატების ან საქონლის ნაკელთან ერთად.