როგორ ვმართოთ ავტომობილი ნისლში - rogor.ge

როგორ ვმართოთ ავტომობილი ნისლში

 

ნისლის დროს საგნებამდე დარჩენილი მანძილი უფრო მეტი გვგონია, ვიდრე რეალური დაშორება. ამიტომაც, რაც უფრო ნაკლებია მხედველობა, მით უფრო მეტია დისტანცია. ავტომობილი, რომლის გაბარიტულ შუქსაც თქვენს წინ ხედავთ შეიძლება შორს მოგეჩვენოთ, რეალურად კი მოკლე მანძილზე იყოს გაჩერებული. არ მიუახლოვდეთ მას მაღალ სიჩქარით.

 

ძალიან ძლიერი ნისლის დროს დაასიგნალეთ იქამდე, სანამ შეიცვლიდეთ სავალ ზოლს ან დაიწყებდეთ უკუმიმართულებით მოძრაობას.

 

იმ შემთხვევაში, თუ ვერაფერს ხედავთ, თავი მაქსიმალურად ახლოს მიიტანეთ საქარე მინასთან. ეს გააუმჯობესებს მხედველობას, მაგრამ გამოიწვევს სწრაფ დაღლილობას.

 

ნისლში უფრო უსაფრთხოა ჩართული ახლო განათების ფარებით მოძრაობა, ვიდრე შორი განათებისათი. ნისლსაწინააღმდეგო ფარები ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სწორადაა დაყენებული და დარეგულირებული. მათი შუქი უნდა გადიოდეს ნისლში და კარგად ანათებდეს გზის სწორ კუთხეს.

 

თუ შეგხვდებათ ხაზი, რომელიც აღნიშნავს გზის განაპირა ნაწილს, მაშინ შესაძლებელი იქანება მისი მიხედვით ორიენტირება. მარჯვენა მხარეზე ზედმეტად გადასვლა სახიფათოა, იქ შეიძლება აღმოჩნდნენ ავტომობილები და ფეხით მოსიარულეები.

 

არ ეცადოთ შუაქნიშანზე ფერის შეცვლისას სწრაფად გავლა, რადგან ნისლი ცვლის ყველა ფერს გარდა წითელისა. ყვითელი მოგეჩვენებათ - მოწითალოდ, მწვანე - მოყვითალოდ.

 

იმისათვის, რომ თანამგზავრი ან მოახლოებული ავტომობილის მიერ მოცემული ხმოვანი სიგნალი უყურადღებოთ არ დაგრჩეთ, ჩაუწიეთ ავტომობილის ფანჯრებს უკეთესი სმენადობისათვის.