როგორ გავრეცხოთ ბავშვის ჭურჭელი - rogor.ge

როგორ გავრეცხოთ ბავშვის ჭურჭელი

 

ჭურჭლის სარეცხი მანქანით რეცხვა ბავშვის ჭურჭელი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში კარგად გაირეცხება, თუ ცხელი შრობის სრულ ციკლს გაატარებთ. მაღალი ტემპერატურა, როგორც წესი, საკმარისია ბაქტერიების გასანადგურებლად. ჯობს საწოვრები ცალკე გამოხარშოთ, რადგან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში საწოვარა შეიძლება გადნეს და წებოვან ბურთულად გადაიქცეს.

 

ხელით რეცხვა 1) წყალგამოვლებული ბოთლები, საწოვრები, თავსახურები, რგოლები, დისკოები, ფინჯანი, ძაბრი, კოვზი და დანა საპნიან ცხელ წყალში ჩააწყვეთ და გულდასმით გარეცხეთ. 2)ბოთლი შიგნიდან ჯაგრისით გამორეცხეთ, რათა რძის ნარჩენი მთლიანად მოაშოროთ. ჯაგრისით გულდასმით გაწმინდეთ ბოთლის ყელი და ხრახნიანი თავები. 3) გულმოდგინედ გაავლეთ გამდინარე წყალში ბოთლები, საწოვრები და სხვა ჭურჭელი. საწოვარას ნაჩვრეტი ქინიძისთავით გაწმინდეთ.

 

ჰიგიენა და სტერილიზაცია ოთახის ტემპერატურაზე დიდხანს შენახულ საკვებში ადვილად მრავლდება ბაქტერიები. ამან შესაძლოა ღებინება და ფაღარათი გამოიწვიოს. ამიტომ ბოთლის გამოყენებამდე ხელები დაიბანეთ. სანამ ბავშვი ექვსი თვისა გახდება, ბოთლი და საწოვარა ხშირად გაასტერილეთ. შეგიძლიათ შეიძინოთ ორთქლის, ან მიკროტალღოვანი ორთქლის სტერილიზატორი, რომელიც სპეციალურად ბოთლის სტერილიზაციისთვისაა განკუთვნილი.

 

ბავშვის ჭურჭლის სტერილიზაცია ბავშვის ჭურჭელი გამოხარშეთ ან გამასტერილებელი აბები გამოიყენეთ. გამოხარშვისას ჭურჭელი გარეცხეთ და ხუთი წუთის განმავლობაში ხარშეთ. ცხელი ბოთლები მაშებით ამოიღეთ, გააცივეთ და მხოლოდ შემდეგ აავსეთ. აბების გამოყენებისას გასასტერილებელი მოწყობილობა აავსეთ ცივი წყლით და აბები დაუმატეთ. როცა აბები გადნება, რეზერვუარში წყლით სავსე ბოთლები ჩააწყვეთ. დატოვეთ აბების შეფუთვაზე მითითებული დროის განმავლობაში. შემდეგ ჭურჭელი ამოიღეთ, ანადუღარ წყალში გაავლეთ და სამზარეულოს ქაღალდზე დაწრიტეთ.