როგორ დავიმახსოვროთ ტექსტი ეფექტურად - rogor.ge

როგორ დავიმახსოვროთ ტექსტი ეფექტურად

 

ტექსტების დამახსოვრება ძალიან ადვილია. დასაწყისისათვის უბრალოდ რამოდენიმეჯერ გადაიკითხეთ, დაუკვირდით და გამოიტანეთ აზრი რას ეხება და რატომ არის დაწერილი. გიაზრეთ ძირითადი შინაარსი და მომინანტი.

 

ტექსტის კითხვისას აუცილებელია წამოიდგინოთ ის კადრები რაზეც არის ლაპარაკი. გაუკეთეთ ვიზუალიზაცია ყველაფერს.

 

კონცენტრაცია: იმისათვის, რომ გაგიადვილდეთ დამახსოვრება, კითხვისას იყავით მობილიზებული. ნუ მოუსმენთ მუსიკას სწავლისას და იმესიჯებთ, ნუ იქნებით დაკვებული სხვა საქმიანობით. იფიქრეთ მხოლოდ იმ თემაზე რის სწავლასაც აპირებთ.

 

გააკეთეთ ასოციაციები, იხალისეთ ტექსტებზე. მაგალითი: ინგლისური სიტყვა Freshman - პირველკურსელი, მაგრამ პირდაპირ თარგმანში ეს ნიშნავს ახალ ბიჭს (ვაჟიშვილს). ალბათ ხვდებით რასაც ვგულისხმობ.

 

წაიკითხეთ ტექსტი ხმამაღლა, გამოიყენეთ დიქტაფონი, ხოლო შემდეგ მოუსმინეთ რამოდენიმეჯერ. ბევრად გაგიადვილდებათ თუ დაყოფთ მასალას ნაწილებლად და თანმიმდევრულად ისწავლით.

 

წაიკითხეთ ტექსტი ძილის წინ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ხშირად შველის. დილით ტექსტი ენის წვერზე გექნებათ მომდგარი.

 

იმეცადინეთ სისტემატურად და და ისწავლეთ სხვადასხვა ტექსტები. ადამიანის ტვინი არის კუნთისავით, რომელიც ვარჯიშის შედეგად უფრო იხვეწება. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაითვალისწინებთ აქ მოყვანილ რჩევებს, მალევე შეატყობთ, რომ ჩვევაში გადაგივათ ამ სტილით სწავლა. ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ ტექსტების დასწავლას. აბა თქვენ იცით, არ იზარმაცოთ და გახსოვდეთ: წარმოიდგინეთ ის რასაც კითხულობთ და რაზეც საუბრობთ, გექნებათ კარგი მახსოვრობა.!