ფსიქოლოგია და ურთიერთობები

ურთიერთობები კაცთან

როგორ უნდა მოიქცეთ, როცა გღალატობენ (გოგონებისთვის)

როგორ უნდა მოიქცეთ,  როცა გღალატობენ (გოგონებისთვის)

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

ყველა ქალი ღალატზე სხვადასხვანაირად რეაგირებს. ზოგისათვის ეს არც თუ ისე საპრობლემოა, ზოგისათვის კი ეს ურთიერთობის დასასრულს უდრის. როგორ მოიქცე, როცა გაიგებ საყვარელი კაცის ღალატის შესახებ? წაიკითხეთ ქცევის რამოდენიმე მაგალითი.

 

საფეხურები

  1. 1 დასაწყისისათვის დარწმუნდი, რომ ეს ნამდვილად მასეა. რა მტკიცებულებები გაქვს საამისოდ, რომ საყვარელი კაცი გღალატობს? შენ თვითონ დაინახე? დაქალებმა მოგიტანეს ხმა ? თუ "კეთილისმსურველებმა" გამოიჩინეს თავი შენი ინფორმირებით? დაფიქრდით სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებთ, დარწმუნდით, რომ ეს ნამდვილად ასეა.
  2. 2 არ შემჩნევა.
    შეიძლება აირჩიოთ სირაქლემას ტაქტიკა და არ დაინახოთ, იგნორირება გაუკეთოთ პრობლემას. ასე ცხოვრება ადვილია. ამის პლიუსები არის იმაში, რომ დაუმტკიცებ თავს თეორიას, რომ ყველა კაცი ღალატობს ქალს.
    ვიღაცას ეს სტრატეგია ეხმარება ოჯახის შენარჩუნებაში. ზოგი ქალი ყველაფერზეა წამსვლელი საიმისოდ, რომ ოჯახი შეინარჩუნოს. მათი განკითხვა არ შეიძლება, ეს მათი არჩევანია.
  3. 3 უღალატე თვითონვე
    ზოგ წყვილს ამან უშველა. კაცი რომელიც ღალატობს ქალს და გაიგებს, რომ მის ცოლსაც, ან საყვარელ ქალს ყავს სხვა კაცი ან კაცები, იწყებენ ეჭვიანობას და ისევე აქცევენ ყურადღებას ახალი ძალით.
    ამის მინუსი არის ის, რომ კაცების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ღალატის უფლება მარტო მათ აქვთ, ამიტომ ქალი რომელიც მათ ღალატობს ის არ სჭირდებათ.
  4. 4 მაშინვე მოშორდი ან გააგდე.
    ეს ვარიანტი შეგინარჩუნებს ნერვებს. პირადი უთანხმოებები და კამათები არაფერი კარგის მომტანი არაა განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ის არის დამნაშავე.
    მინუსი გამოიხატება იმაში, რომ ეს არის გაქცევის ტოლფასი, მიუხედავად იმისა, რაც მოხდა და რამაც გამოიწვია ეს, ხშირ შემთხვევაში ჯობია მოისმინო ყველაფერი, მიცემ თუ არა მეორე შანსს ეს არაა დაკავშირებული ამასთან.
  5. 5 გადაწყვიტე შენ თვითონ !
    ვერც დაქალი, ვერც დედა, ვერც ფსიქოლოგი ვერ დაგეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. აპატიებ თუ არა ეს შენი პრეროგატივაა და შენი გადასაწყვეტია მხოლოდ, მხოლოდ შენ გეხება. უნდა მოიქცე ისე როგორც ჩათვლი საჭიროდ.