როგორ გავაკეთოთ სერვერი Counter-Strike 1.6-ში - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ სერვერი Counter-Strike 1.6-ში

 

პირველ რიგში საჭიროა გქონდეთ გახსნილი პორტი მაგალითად 27015 ან 27016 თუ გაქვთ გაერთიანებული ტელეკომის ინტერნეტი, მაშინ აუცილებლად საჭიროა პორტის გახსნა, ამისათვის დარეკეთ გაერთიანებული ტელეკომის ოფისში ტ:2 100 100 . ოპერატორს უთხარით "Counter Strike-ს სათამაშო პორტის გახსნა მინდა". რამოდენიმე წუთში გაგიხსნიან პორტს (ზარიც და პორტის გახსნაც უფასოა). ხოლო ვისაც GE_link-ის ინტერნეტი გაქვთ პირდაპირ შეუდექით მეორე საკითხს.

 

მეორე რაც საჭიროებას წარმოადგენს არის ის, რომ სერვერს ჭირდება Patch. გადმოწერის შემდეგ დააინსტალირეთ იმ ფოლდერში სადაც Counter Strike გაქვთ ჩაწერილი. მაგ: C:/Program Files/Counter-Strike Condition 1.6 გადმოწერეთ - Patch v19

 

მესამე ეტაპი არის Amx_ის დაყენება, Amxomd_X არის სერვერის სამართავი მისი მეშვეობით ყველაფერს ადვილად გააკეთებთ თქვენს სერვერზე. გადაწერეთ ეს ფაილი ამოაარქივეთ და ჩააგდეთ cstrike ფოლდერში. მაგ: C:/Program Files/Counter-Strike Condition 1.6/cstrike გადმოწერეთ - Amxmodx

 

მეოთხე და ბოლო ეტაპი, სერვერის გაშვება ანუ ჩართვა, ამისათვის საჭიროა შეხვიდეთ Counter Strike ფოლდერში მაგ: C:/Program Files/Counter-Strike Condition 1.6 აქ შეგვხვდება ფაილი ესეთი სახელწოდებიით: hlds დავაკლიკოთ ფაილს და შეგვყავს მონაცემები: Game: აუცილებლად მიუთითეთ Counter Strike Server Name: ჩაწერეთ სერვერის სახელი (სურვილის მიხედვით) Map: საწყისი ტური (აირჩიეთ თქვენი სრუვილის მიხედვით ტური) Network: აუცილებლად მიუთითეთ LAN Max. Players: რამდენი კაციანი გინდათ, რომ იყოს სერვერი (სურვილის მიხედვით) UDP Port: ჩაწერეთ პორტის მისამართი მაგ: 27015 ან 27016 ან სხვა ციფრები. RCON Password: ჩაწერეთ სერვერის პაროლი მაგრამ არავის გაანდოთ. Secuare (Anti-Cheat): უმჯობესია არ მონიშნოთ. ჩასართავად დააკლიკეთ: Start Server თქვენი IP ნახვა შეგიძლიათ აქედან