როგორ დავაყენოთ თამაში (Daemon Tools-ის საშუალებით)

როგორც წესი, ინტერნეტში თამაშები დევს ეგრეთწოდებული CD იმიჯების სახით. ეს არის ერთი ან რამდენიმე დიდი ფაილი, რომელსაც შეიძლება მოყვებოდეს ასევე ერთი ან რამდენიმე პატარა ფაილი. CD იმიჯი წარმოადგენს ვირტუალურ კომპაქტ-დისკს, რომელსაც სჭირდება ვირტუალური CD-ROM-ი, ამიტომ საჭიროა თქვენს სისტემაში შეიქმნას ასეთი ვირტუალური მოწყობილობა. ამისათვის საჭიროა დაინსტალირდეს რომელიმე პროგრამა, რომელსაც აქვს ვირტუალური CD დრაივის შექმნის ფუნქცია. ასეთი პროგრამები მრავლად არსებობს, მაგრამ დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია -- Daemon Tools
საფეხურები
- 1 Daemon Tools მუშაობს შემდეგ იმიჯ-ფაილებთან:
cue/bin
iso
ccd (CloneCD)
bwt (BlindWrite)
mds (Media Descriptor File)
cdi (Discjuggler)
nrg (Nero)
pdi (Instant CD/DVD)
b5t (BlindWrite 5)
პროგრამის დაინსტალირების შემდეგ შესაძლოა დაგჭირდეთ სისტემის გადატვირთვა. My Computer-ში დაემატება კიდევ ერთი CD/DVD მოწყობილობა, ხოლო system tray-ში ჩაჯდება პატარა ხატულა, საიდანაც ხდება ყველა ძირითადი ფუნქციის მართვა. - 2 იმისათვის, რომ თქვენს ახალ ვირტუალურ CD-ROM-ში ”ჩაიდოს” ინტერნეტიდან მოქაჩული ვირტუალური კომპაქტ-დისკი, ანუ CD-იმიჯი, საჭიროა მისი ”დამაუნტება” (Mounting). ეს ხდება შემდეგნაირად:
Daemon Tools system tray icon-ზე მარჯვენა კლიკით გამოიძახეთ კონტექსტური მენიუ
1. ამოირჩიეთ Virtual CD/DVD-ROM
2. ამოირჩიეთ Device ...
3. დააწკაპუნეთ Mount image
4. მოძებნეთ თქვენს მიერ მოქაჩული იმიჯ-ფაილი
5. დააწკაპუნეთ OK ან ორჯერ დააწკაპუნეთ ფაილზე, რის შემდეგაც ის ”დამაუნტდება”, ანუ ჩაიდება CD-ROM-ში.
- 3 ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ჩაატაროთ ნებისმიერი მანიპულაცია ”დამაუნტებულ” კომპაქტ-დისკთან, ისევე როგორც ნებისმიერ ჩვეულებრივ კომპაქტ-დისკთან.
როგორ მოვხსნათ CD-იმიჯი:
1) გამოიძახეთ იგივე კონტექსტური მენიუ system tray icon-ის მეშვეობით
2) ამოირჩიეთ Virtual CD/DVD-ROM
3) ამოირჩიეთ Device ...
4) დააწკაპუნეთ Unmount image