ჯანმრთელობა

რჩევები

როგორ გამოვიმუშაოთ თვითკონტროლი ფიზიკური ვარჯიშის დროს

როგორ  გამოვიმუშაოთ თვითკონტროლი ფიზიკური ვარჯიშის დროს

ავტორი: ირაკლი კვერნაძე

თვითკონტროლი ფიზიკური ვარჯიშის დროს სავალდებულო საქმედ უნდა იქნეს მიჩნეული. იგი საშუალებას იძლევა პერიოდულად დავაკვირდეთ საკუთარ ჯამრთელობას. დაკვირვება უნდა მოვახდინოთ მთელ რიგ მაჩვენებლებზე, რომელთა ცვლილებების მიხედვით შეიძლება შეფასდეს ჩვენი ორგანიზმის ფიზიკური მდგომარეობა. პირველ რიგში ყურადღება უნდა დაეთმოს გუნება-განწყობას, ხალისს, სიმხნევეს, შრომისუნარიანობის მომატებას და ფიზიკური ვარჯიშის გაგრძელების სურვილს.

 

საფეხურები

  1. 1 არტერიულ სისხლის წნევაზე თვითკონტროლის მიზნით დაკვირვება აუცილებელ მომენტად ითვლება. რასაკვირველია, სისხლის წნევის გაზომვა უმჯობესია სხვამ აწარმოოს, რათა სიზუსტე არ დაირღვეს. უნდა გვახსოვდეს, რომ მოზრდილთა არტერიული სისხლი წნევა (ნორმაში იგი 100/60-140/90 მმ ვერც. წყ. სვეტ.) ასაკის მატებასთან ერთად იმატებს, მაგრამ თუ ადამიანი სისტემატიურად ვარჯიშობს, შეიძლება წლების განმავლობაში ერთგვარი სტაბილურობა შეინარჩუნოს.
  2. 2 სუნთქვაზე დაკვირვებას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სასუნთქი სისტემის ფუნქციური მდგომარეობის შეფასების თვალსაზრისით. თვითკონტროლის დროს პრაქტიკულად შესაძლებელია მხოლოდ სუთქვის სიხშირის, ფილტვების სასიცოცხლო ტევადობისა და სუთქვის შეკავების ხანგრძლივობის განსაზღვრა.
  3. 3 ადამიანმა თვითკონტროლი უნდა აწარმოოს ორ-სამ კვირაში ერთხელ, თუმცა დასაშვებია მისი თვეში ერთხელ ჩატარება. თვითკონტროლს მნიშვნელობა აქვს მაშინ, როდესაც ვიწყებთ ფიზიკური ვარჯიშით მეცადინეობას, ვინაიდან მხოლოდ ამ უკანასკნელის ზეგავლენით ვითარდება ადამიანის ორგანიზმში დადებითი ხასიათის ფუნქციური ცვლილებები.