როგორ ვეძებოთ სწორად Google-ს დახმარებით - rogor.ge

როგორ ვეძებოთ სწორად Google-ს დახმარებით

 

იმისათვის, რომ ვეძებოთ ჩვენთვის საჭირო ფაილის ტიპი, საძიებო ველში უნდა ჩავწეროთ: Filename Filetype:Format (სადაც "Filename" - იმ ფაილის სახელია რომელსაც ეძებთ, ხოლო "Format" - საჭირო ფაილის გაფართოება). მაგალითად: "პოეზია Filetype:pdf".

 

იმისათვის, რომ ინფორმაცია კონკრეტულ საიტებზე ეძებოთ, უნდა აკრიფოთ: სიტყვა Site:.დომენი (სადაც "სიტყვა" - იმ ფაილის სახელია რომელსაც ეძებთ, ხოლო ".დომენი" - საჭირო დომენის ზონა). მაგალითად: "Information site:.ge"

 

იმისათვის, რომ ვიპოვოთ რომელიმე ინგლისური სიტყვის მნიშვნელობა, უნდა ავკრიფოთ: Define:Word (სადაც "Word" - სიტყვაა რომლის მნიშვნელობას ვეძებთ). მაგალითად: "Define:Business".

 

Google-ს საშუალებით მოსახერხებელია ამინდის პროგნოზის გაგება, რისთვისაც საჭიროა საძიებო ველში ჩაწეროთ: "Tbilisi Weather". აგრეთვე შესაძლებელია ქალაქის სახელის მაგივრად საფოსტო ინდექსის დაწერა.

 

Google ასევე გვთავაზობს კალკულატორის ფუნქციას, რომლის გამოყენებისთვისაც საჭიროა საძიებო ველში ჩაწეროთ რიცხვები შემდეგი წესით: მაგალითად, "5 + 4" ან "9 * 2". ასეც შეიძლება: "12 + 34 - 56 * 7 / 8"

 

შესაძლებელია ვალუტის კურსის გაგება. მაგალითად ჩაწერეთ"1 USD in EUR", რაც გვიჩვენებს 1 ამერიკული დოლარის კურსს ევროსთან მიმართებაში.

 

ვალუტის კონვენტორი. მაგალითად ჩაწერეთ: "1500 usd to euro" და ვნახავთ რამდენი ევრო იქნება 1500$.

 

ტემპერატურის კონვენტორი. მაგალითად ჩაწერეთ: "30 C to F" და Google გვაჩვენებს რამედი ფარენჰეიტი იქნება 30 გრადუსი ცელსიუსი.

 

მანძილის კონვენტორი. მაგალითად ჩაწერეთ: "500 kilometers to miles" რის შემდეგაც მივიღებთ იფრომაციას იმის შესახებ, თუ რამდენი მილი იქნება 500 კილომეტრი.

 

შესაძლებელია რომელიმე საიტის Google-ს ქეშში ნახვა. მაგალითად ჩაწერეთ: "Cache:www.Rogor.ge"