განათლება

სკოლა

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

ყველა მშობელი ოცნებობს, რომ მისი შვილი კარგად სწავლობდეს სკოლაში და მოსწრებული იყოს. როგორ მოვამზადოთ ბავშვი საამისოდ? რაზე გავამახვილოთ ყურადღება? როგორც აღმოჩნდა არ არის საკმარისი ყურადღების დათმობა მხოლოდ იმისათვის, რომ განვუვითაროთ ბავშვს კითხვის, ანგარიშის და წერის უნარები. მხოლოდ ეს არ განსაზღვრავს წარმატებულ განათლებას.

 

საფეხურები

  1. 1 რათქმაუნდა, განსაზღვრული ცოდნა და უნარები საჭიროა ჰქონდეს მომავალ სკოლის მოსწავლეს. ამასთანავე არანაკლები მნიშვნელობისაა, რომ ბავშვს გააჩნდეს კარგი მეტყვლების უნარი, აზროვნება და ინტერესი სიახლეების შეცნობის. ასევე ურთიერთობის ნიჭი და საკუთარი ძალების რწმენა. ეს ყველაფერი ერთად გაერთიანებული დაეხმარება თქვენს შვილს ყოჩაღად სწავლაში. შეეცადეთ, რომ ეს ყველაფერი აგურ-აგურ დაალაგოთ ფუნდამენტში დაბადებიდანვე.
  2. 2 გააღვივეთ თქვენს ბავშვში ცნობისმოყვარეობა. ისაუბრეთ მასთან სხვადასხვა თემებზე, მოუყევით მას თქვენი სამსახურის შესახებ. არასოდეს არ დატოვოთ მისი კითხვები პასუხგაუცემელი. თუ რომელიმე კითხვაზე არ გაქვთ პასუხი არაუშავს, შეეცადეთ სადმე ენციკლოპედიაში ან ინტერნეტში მოძებნოთ ერთად. უყურეთ ფილმებს, წაიკითხეთ ერთად და იმსჯელეთ წაკითხულის და ნანახის შესახებ. დაიმახსოვრეთ, რომ მთავარი არ არის კითხვის ტემპი და სიჩქარე, მთავარია ინტერესი და სიყვარული წიგნების მიმართ.
  3. 3 მიეცით საშუალება შვილს აქტიურად მიიღოს მონაწილეობა თქვენს უფროსს ცხოვრებაში, როცა იქნება საშუალება წაიყვანეთ ის თქვენთან ერთად სამსახურში და წვეულებებზე. სკოლაში ხომ მას მოუწევს კონტაქტირება და ურთიერთობა ბევრ მასწავლებლებთან , უფროს ადამიანებთან. ასევე გახსვოდეთ, რომ უფროსებთან ურთიერობისას ბავში აცნობიერებს ბევრ რამეს და ეჩვევა ლოგიკურ აზროვნებას, ხვდება რომელი აზრია მისი სწორი და მცდარი. სთხოვეთ ხოლმე მას დახამრება და ანდეთ გარკვეული დავალებები. მაგალითად დაავალეთ მას, რომ გადაწმინდოს მტვერი, დაალაგოს თქვენი მაგიდა, მორწყას ყვავილები, ეს დაეხმარება მას კონცენტრირებაში, ასევე მაიჩვევს საქმის ბოლომდე მიყვანას.
  4. 4 მცირე ასაკიდანვე დართეთ ბავშვს ნება, მიჰყვეს თავის გატაცებებს მაგალითად იხტუნოს რაც შეიძლება მაღლა, რომ დაეშვას გორიდან ჩქარა, იძრომიალოს ხეებზე. დააკვირდით მის ყველა "საქმეს" და ფიზიკურ აქტივობას თუ რისკენ აქვს მიდრეკილება. ეს დაეხმარება მას, რომ ირწმუნოს საკუთარ ძალებში და დათრგუნოს წინააღმდეგობები. გააკეთეთ ისე, რომ მას უწევდეს ხშირად თამაში და შეჯიბრებები სხვა ბავშებთან. ადრეული ურთიერთობა საბავშვო კოლექტივში დაეხმარება მას სამომავლო ცხოვრების ადაპტაციაში.
  5. 5 არასოდეს არ გამიჯნოთ თქვენი ურთიერთობა ბავშვთან მისი სკოლის წარმატებების მიხედვით. ბავშმა უნდა იცოდეს, რომ მშობლების სიყვარულს და ურთიერთობას არ უნდა ჰქონდეს არანაირი კავშირი მის ნიშნებთან. ეს თავდაჯერებულობა დაეხმარება მას გადაიტანოს წარუმატებლობები სკოლაში. ასევე წარმატებები სკოლაში პირდაპირ დამოკიდებულებაშია ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან.