ჯანმრთელობა

რჩევები

როგორ მოვემზადოთ იოგის სისტემის ვარჯიშისთვის

როგორ მოვემზადოთ იოგის სისტემის ვარჯიშისთვის

ავტორი: ირაკლი კვერნაძე

იოგა ინდოეთის სულიერი გამოცდილების ერთ-ერთი უძველესი და ღრმა მოვლენაა. შეიძლება ითქვას, იოგას ანალოგი არ მოეპოვება სხვა ხალხთა შორის. იოგას ვარჯიში უპირატესად სპეციალურ სუნთქვით და იზომეტრიული ტიპის ვარჯიშების შესრულებას ემყარება. იოგას ვარჯიშის დროს ყველა ვარჯიში ადგილზე სრულდება, ძირითადი დინამიკური ხასიათის ვარჯიშების (სირბილის, ხტომები და სხვ.) გარეშე. იოგების სისტემის ვარჯიში ითვალისწინებს შემდეგი პირობების დაცვას:

 

საფეხურები

  1. 1 ყოველდღიურად საჭიროა სასუნთქი გზების- ცხვირის ნესტოების ონკანის წყლით გამორეცხვა და პირის ღრუს გამოვლება. ოთახი სადაც ტარდება ვარჯიში, კარგად უნდა იყოს განიავებული. სუნთქვა ძირითადად უნდა წარმოებდეს ცხვირით. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზით ადამიანს უჭირს ცხვირით შესუნთქვა, მაშინ შესუნთქვა სრულდება ნახევრად ღია პირით, ხოლო ამოსუნთქვა აუცილებლად ცხვირით ხორციელდება.
  2. 2 ვარჯიშის დროს ადამიანს უნდა ეცვას რაც შიეძლება მსუბუქად. უმჯობესია ჰაერი მაქსიმალურად ეხებოდეს სხეულის შიშველ ზედაპირს. სუნთქვითი ვარჯიშების შესრულების წინ კარგია სხეულის მთლიანი დაჭიმვა. სხეულისა და მისი ცალკეული ნაწილების დაჭიმვა უნდა ხდებოდეს სუნთქვის შეკავების მომენტში, როდესაც ფილტვებში დაგროვილია ჰაერი.
  3. 3 გაჭიმვას მოსდევს ენერგიული, ნელი, რიტმული და გახანგრძლივებული ამოსუნთქვა. ამ დროს ფილტვები მაქსიმალურად თავისუფლდება შესუნთქული ჰაერისაგან. თუ სუნთქვითი ვარჯიშის დაწყების წინ შეიმჩნევა თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, მუცლის ღრუში სპაზმი ან სხვ, საჭიროა სუფთა ჰაერზე გასვლა და ხუთი წუთის განმავლობაში ღრმა სუნთქვა. სუნთქვის დროს აქცენტი გადატანილია ამოსუნთქვაზე და არა შესუნთქვაზე, ვინაიდან სწორი ამოსუნთქვა განაპირობებს სწორ შესუნთქვას. სწრაფი და წყვეტილი სუნთქვა განსაკუთრებით საშუალო ასაკის ადამიანებში, აქვეითებს ფილტვის ქსოვილის ელასტიურობას.
  4. 4 სუნთქვითი ვარჯიშის დროს მუცელი თითქმის ყოველთვის ნორმალურ მდგომარეობაშია, ე.ი. მაქსიმალურად არ გამოდის წინ (რაც ასევე ეწინააღმდეგება კლასიკურ სუნთქვით ვარჯიშს). ამ ჩვევის გამოსამუშავებლად საჭიროა წინასწარი ვარჯიში. ღრმა შესუნთქვის დროს ცხვირის ნესტოები და სახის კუნთები არ უნდა იყოს ზედმეტად დაჭიმული, რადგან ეს იწვევს სასუნთქი გზების შევიწროებას და ჰაერის გატარების შეფერხებას.

გაფრთხილებები

  • ავადმყოფებისათვის, რომლებიც უჩივიან სუნთქვის უკმარისობას ან აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გამოხატული ფუნქციური და ორგანული დარღვევები, იოგებით სისტემით სუნთქვით ვარჯიშს არ უნდა ატარებდნენ.
  • ეს ვარჯიშები არ არის რეკომენდირებული აგრეთვე 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, ვინაიდან იგი ძლიერად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.