როგორ ვმართოთ ავტომობილი წვიმის დროს - rogor.ge

როგორ ვმართოთ ავტომობილი წვიმის დროს

 

არ მიხვიდეთ თქვენს წინ მყოფ ავტომობილთან ძალიან ახლოს, რადგან მისი საბურავებიდან გადმოსროლილი ჭუჭყი არ მოხვდეს თქვენს საქარე მინას.

 

თუ აპირებენ თქვენს გასწრებას და ამავდროულად გზაზე ბევრი გუბეა, წინასწარ ჩართეთ მინის საწმენდები. რადგან გამსწრებმა მანქანამ შეიძლება თქვენს მინას შეასხას დიდი რაოდენობით წყალი და ამით დაგაკარგვინოთ გზის ხედვა.

 

სიჩქარე შეანელეთ გუბეების წინ. რაც საჭიროა იმისათვის, რომ შესხმულმა წყალმა არ დაგაკარგვინოთ გზის ხედვა და ასევე შესაძლებელია წყლის ქვეშ დიდი ორმო მდებარეობდეს. წყალს სამუხრუჭე ხუნდებში მოხვედრის შედეგად შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს მუხრუჭის ეფექტურობა. ამიტომ გუბეში გავლის შემდეგ, რამდენჯერმე რბილად დაამუხრუჭეთ, რათა გააშროთ ხუნდები.

 

ჭექა-ქუხილის დროს მოერიდეთ ავტომობილის ძველ ხეებთან გაჩერებას. ჭექა-ქუხილის დროს ისინი ხშირად იმტვრევა და აზიანებს მანქანის კუზაოს.

 

ძლიერი წვიმის დროს ჩართეთ არა მარტო გაბარიტული სინათლეები, არამედ ახლოს მნათი ფარებიც.

 

სიჩქარე შეარჩიეთ მხედველობის დონის მიხედვით. უცბად არ დაამუხრუჭოთ და არ შეიცვალოთ მოძრაობის ზოლი. გახსოვდეთ, რომ სხვები გხედავენ ცუდად. ცუდი ხედვის დროს სასურველია გადასწრებებისგან თავის შეკავება.

 

გვერდითი ფანჯრები ჯობს, რომ თითქმის ბოლომდე გქონდეთ აწეული, რადგან შემხვედრი ან გადამსწრები ავტომობილიდან გადმოსხმული წყალი არ მოხვდეს თქვენი ავტომობილის სალონში. ეს არა მარტო არაკომფორტულია, არამედ იწვევს ცმირე დროით კონტროლის დაკარგვას.