როგორ ავაწყოთ მინი-სათბური - rogor.ge

როგორ ავაწყოთ მინი-სათბური

 

სათბურის ასაწყობად დაგვჭირდება ფანჯრის ჩარჩო. ამისათვის საჭიროა აიღოთ ძველ ჩარჩო და და აღადგინოთ იგი. პირველ რიგში საჭიროა ძველი საღებავის მოშორება, ზუმფარით დამუშავება და შემდეგ უკვე შეღებვა.

 

ფიცრები საჭიროა ხელნაკეთი სათბურის გვერდების დასამზადებლად. ზომების აღება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. სიმაღლე უნდა შეარჩიოთ სათბურის დანიშნულების, ხოლო სიგანე ჩარჩოს ზომის მიხედვით.

 

მას შემდეგ რაც დაასრულებთ გაზომვებს, გამოჭრით გვერდით ნაწილებს, შეუდექით ქვედა კორპუსის დამზადებას. მისი აწყობა სასურველია მოხდეს წარმოდგენილი სურათის მიხედვით.

 

ვამოტაჟებთ ხელნაკეთ სათბურს წინასწარ შერჩეულ ადგიზე და ვაწონასწორებთ მას.

 

სათბურის ძირითან ნაწილებს უნდა მიამაგროთ ჩარჩო მარყუჟებისა და სახელურების დახმარებით. ასევე აუცილებელია რამდენიმე სამაგრის დაყენება სათბურის გამძლეობის გასაზრდელად.

 

პრინციპში მეტი არაფერია საჭირო ასეთი მარტივი კონსტრუქციის ასაწყობად. თუ თქვენ გეგმავთ საკუთარი ხელით გაკეთებული სათბურის ადრეული გაზაფხულიდან გამოყენებას, მაშინ უნდა მიიღოთ მისი გათბობისათვის საჭირო ზომები.