როგორ მივაწოდოთ ავადმყოფს ჟანგბადი - rogor.ge

როგორ მივაწოდოთ ავადმყოფს ჟანგბადი

 

სატუჩე უნდა გავრეცხოთ და გავწმინდოთ სპირტით, შემდეგ დავადოთ წყალში დავასველოთ დოლბანი და ავადმყოფს პირთან მივუტანოთ.

 

ამოსუნთქული ჰაერი (რომელიც მდიდარია ნახშიროჟანგით) რომ არ მოხვდეს ჟანგბადის ბალიშში, ამოსუთქვისას საქველი უნდა დავუხუროთ, ჩასუნთქვის დროს კი გავხსნათ. უფრო მარტივია თუ ონკანი მუდმივად იქნება გახსნილი და ორი თითით რეზინის მილს ამოსუნთქვის დროს დავახშობთ.

 

ავადმყოფს ბალიშიდან ჯანგბადს ვასუნთქებთ 2-5 წუთში განმავლობაში, ზოგჯერ უფრო მეტხანს. 10-15 წუთის შევენების შემდეგ ჟანგბადის მიცემას ვიმეორებთ, სანამ კანის სილურჯე და ქოშინი არ შემცირდებოდა.

 

ჟანგბადის მიწოდებისას მისი რაოდენობა თანდათან მცირდება, რის გამოც ბალიშში წნევა ეცემა და ჯანგბადი უფრო ნელა, ნაკლები ნაკადით გამოდის. ამისათვის საჭიროა ბალიშს დავაჭიროთ ხელი, რათა ჟანგბადი თავისუფლად და მეტი რაოდენობით გამოვიდეს.