როგორ დავინტერესდეთ წიგნით - rogor.ge

როგორ დავინტერესდეთ წიგნით

 

თუ წიგნის დასაწყისი ზედმეტად იწელება, შინაარსი აღწერილობითია და ოროგინალურობითაც არ გამოირჩევა – ის არც თუ ისე მნიშვნელოვანი აზრის იქნება, მაგრამ თუ წიგნი მოვლენის აღწერით ან პირდაპირ სიუჟეტით იწყება – ეს საინტერესო შინაარსის მომასწავებელი უნდა იყოს. ყველაზე რთული კი დამღლელი და მძიმე ფურცლების გადალახვაა. თუ წიგნი ცოტა გაუგებარი, რთული წინადადბებით იწყება და მასში საინტერესო ფრაზებიც ამოიკითხება, ნუ დაიზარებთ გაგრძელებას, რადგან ეს პირდაპირ მოასწავებს ღრმა და რთულ აზრს.

 

ახლა რაც შეეხება თვითონ წიგნის კითხვის პროცესს, გირჩევთ, კითხვისას ფანქარიც მოიმარჯვოთ ხელში. გახაზეთ თქვენთვის მოსაწონი ფრაზები, ნაცნობი სიუჟეტები ან თუნდაც გრძნობები და ემოციები. გვერდით აუცილებლად მიაწერეთ თქვენი აზრები, დასკვნები და მოლოდინები. დასვით კითხვები და მოიგონეთ ახალი სიმბოლოები. მაგალითად: მოსაწონი ან მნიშვნელოვანი ფრაზა აღნიშნეთ ♥ –ით ან !, :) და ა.შ.

 

ბოლოს კი შეაჯამეთ თქვენი დასკვნები და მოლოდინები, გაიაზრეთ მწერლის სათქმელი და იმსჯელეთ, რამდენად დაემთხვა თქვენი აზრი ავტორისას. ასე უფრო საინტერესო გახდება კითხვაც, უფრო მეტად ჩაერთვებით შინაარსშიც და გაგიადვილდებათ მთავარი აზრის ამოცნობაც. ეს ყოველივე კი დაგეხმარებათ გონების გავარჯიშებასა და ცოდნის გამდიდრებაში.