როგორ დავძლიოთ სიბრაზე - rogor.ge

როგორ დავძლიოთ სიბრაზე

 

თუ გრძნობთ, რომ თქვენი მოთმინება გასცდა ზღავრს, ჩაისუნთქეთ ჰაერი რამდენსაც შეძლებთ, გაივსეთ ფილტვები. თქვენ გექნებათ შეგრძნება, რომ ყველა თქვენი შინაგანი ორგანო ივსება ჟანგბადით, რომელიც გამოდევნის შიგნით დაგროვილ აგრესიას. სინამდვილეში კი ღრმა სუნთქვა გაამდიდრებს ტვინს ჰაერით, ეს უკანასკნელი კი მისცემს სიგნალს კუნთებს, რომ ისინი მოდუნდნენ და დამშვიდნენ.

 

ისწვლეთ ტვინის პოზიტიურ ფიქრებზე გადართვა მომენტალურად. ვინაიდან და რადგანაც თქვენ აღგზნებულ მდგომარეობაში იმყოფებით ამის გაკეთება იქნება რთული. წინასწარ გააცნობიერეთ თუ რა განიჭებთ სიხარულს და ბედნიერებას. მაგალითად, როდესაც გაგიჩნდებათ გასაბრაზებელი მიზეზი და ატყობთ, რომ ცუდი ხასიათი უფრო და უფრო ცუდი ხდება, გაიხსენეთ მოსალოდნელი შვებულება, ჰამაკზე დასვენება, ზღვის ხმა, ან ყველაფერი ის რაც თქვენს სასიამოვნო მომენტებთან ასოცირდება.

 

გამოიყენეთ რამოდენიმე ფსიქოლოგიური ილეთი, ეს ილეთები მოითხოვს წარმოსახვის უნარს. მაგალითად წარმოიდგინეთ თქვენი სიბრაზე როგორც ჩიტების გუნდი, რომელიც უფრო და უფრო შორს დამფრთხალი მიფრინავს და უჩინარდება მაღლა ჰაერში. ასევე შეგიძლიათ წარმოისახოთ თქვენი გამაღიზიანებელი როგორც ქაღალდის ფურცელი, აზრობრივად გადაატარეთ ის სანთელზე დაწვით ხოლო ნამწვავები მიმოფანტეთ. ასეთი სავარჯიშოებით თქვენ შეძლებთ განიმუხტოთ.

 

ნერვული დაძაბულობისგან თავის დასაღწევად დაგეხმარებათ წყალი. თუ თქვენ დღეში რამოდენიმეჯერ გამოდიხართ წყობიდან, დღის ბოლოს ან ნებისმიერ დროს როგორც კი გექნებათ საშუალება, მიიღეთ შხაპი, უკეთესია თუ ეს შხაპი იქნება კონტრასტული (ცივი და ცხელი) ან ცივი წყლით მარტო. ძილის წინ ასევე შეგიძლიათ ჩაწვეთ სააბაზანოში, გამოიყენოთ სურნელოვანი ზეთები რათა დაიწყნაოთ ნერვები ძილის წინ.

 

დაფიქრდით იმაზე, თუ რა გიკეთებთ პროვოცირებას ყველზე მეტად. შეეცადეთ იპოვოთ გზა სიტუაციის შესაცვლელად, ისეთი სიტუაციების რომელიც შირად მეორდება და თქვენს გაღიზიანებას იწვევს. შესაძლოა თქვენ მოგიწიოთ კრიტიკის მოსმენის სწავლა, ან მოგიხდეთ უფრო კომფორტული ფეხსაცმელების ყიდვა, ან ონკანის შეკეთება მოგიხდეთ აბაზანაში რომელიც გამუდმებით წვეთავს. ერთი სიტყვით, მას შემდეგაც კი გამაღიზიანებელი მოვლენები და ნივთები იქნება მოშორებული იგრძნობთ შედარებით სიმშვიდეს და ხასიათის გამოკეთებას.