როგორ გავხდეთ თავდაჯერებული - rogor.ge

როგორ გავხდეთ თავდაჯერებული

პირველ რიგში, შეიყვარეთ საკუთარი თავი ყველანაირი ხერხითა და გზით. ეს თვითშეფასებას მოგიმატებთ. ჩამოწერეთ ყველა ის დადებითი მხარე, რომელიც საკუთარ თავში მოგწონთ. ჩამოწერეთ მცირე ზომის ქაღალდზე თქვენი მთავარი ღირსებები და თან ატარეთ ეს ფურცელი. როდესაც თქვენ შემოგიტევთ არათავდაჯერებულობის განცდა, როცა თქვენი თვითშეფასების დონე დაეცემა, გადაიკითხეთ ეს სია და უკეთ გახდებით.

მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი როგორიც ხართ. მიაქციეთ ყურადღება გარშემომყოფებს: რაღაცით ისინი შეიძლება გჯობდნენ თქვენ, მაგრამ არა ყველაფრით. თქვენც გაქვთ ბევრი ისეთი თვისება, რითიც შეგიძლიათ იამაყოთ და დააფასოთ. შეეცადეთ იყოთ გულახდილი საკუთარ თავთან და ასევე გარშემომყოფებთან. ადეკვატურად შეაფასეთ თქვენი ძალები, ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე ნაკლოვანებები. იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი განუყოფელი ნაწილი თქვენი პორვნების, როგორც დადებითი ასევეე უარყოფითი.

ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ როგორ იქცევიან თავდაჯერებული ადამიანები თქვენი სანაცნობო წრიდან. როდესაც იქნებით მარტო, უბრალოდ შეეცადეთ გაივარჯიშოთ სიარულის მანერა, ქცევები, გამოხედვა, ხმის ტემბრი. ასევე, არ არის აუცილებელი ვინმე კონკრეტულ ადამიანს მიბაძოთ, შეიძლება რამდენიმე ადამიანისგან აიღოთ საუკეთესო და გააერთიანოთ თქვენში.

შეეცადეთ გაუკეთოთ რაც შეიძლება მეტი სიკეთე გარშემომყოფებს. დაეხმარეთ ხნიერ მეზობელს, მაგალითად სურსათის ყიდვით, დაეხმარეთ გაჭირვებულებს. ადამიანი, რომელიც ეხმარება სხვებს და აკეთებს სიკეთეს, ის უფრო იწყებს საკუთარი თავის დაფასებას. სხვების დახმარებით თქვენ რეალურად საკუთარ თავს ეხმარებით.

მიიღეთ ცხოვრება მისი მრვალფერვონებებით. მშვიდად მიუდექით ყველა აღმასვლებსა და დაღმასვლებს, პრობლემებსა და არასასურველ სიტუაციებს. შეაფასეთ რთული სიტუცია რთულად მაგრამ აუცილებლად იპოვეთ გზა მისგან თავდასაღწევად. ნუ ჩავარდებით პანიკაში, გამოსავალი სულ არსებობს. გახსნილად დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია და გრძნობები რომლითაც იცავთ საკუთარ სიმართლეს.

შეეჩვიეთ, რომ დაისახოთ პატარ-პატარა მიზნები და გეგმები რომლებსაც აუცილებლად შეასრულებთ და მიაღწევთ. დროდადრო კი გაართულეთ და გაასერიოზულეთ. პატარა რამის გაკეთებაც კი როდესაც იდეალურ შედეგს ღებულობთ, გეხმარება თვითშეფასების ამაღლებაში.

გაიღიმეთ ხშირად. სიცილი სასარგებლოა თვენი შინაგანი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ასევე ჯანმრთელობისათვის. არ გაუშველით ხელიდან მომენტი, ხანდახან საკუთარ თავზეც გაიცინეთ ხოლმე. დამტკიცებულია, რომ ტვინი ვერ გაარჩევს იმას, რომ სარკეში ძალით უღიმით საკუთარ თავს. ის აღიქვამს დადებით იმპულსს და მოქმედებს თქვენი ხასიათის გამოსწორებაზე.

გისურვებთ წარმატებას პირად ცხოვრებაში! ყველაფერი თქვენს ხელთაა...