როგორ დავიცვათ თავი არაკეთილისმსურველებისგან
"ვინტილიატორი" გაანალიზეთ თქვენი რეაქცია. გაიხსენეთ, თუ რომელ ქცევებზე და სიტყვებზე გაქვთ ყველაზე ცუდი დამოკიდებულება, დააკვირდით თუ რა მოქმედებს ყველაზე მტკივნეულად თქვენზე. აზრობრივად წამოიდგინეთ ეგ მომენტი. წარმოიდგინეთ, რომ ზიხართ თქვენი ნერვების მომშლელის წინ, რომელსაც არ ერიდება იმის გამოხატვა რასაც გრძნობს, ცდილობს დაგამციროთ და "დაგგრუზოთ". წარმოიდგინეთ, რომ თქვენს შორის დგას მძლავრი ვინტილიატორი (მიმართული არაკეთილისმსურველისაკენ), რომელიც იქვე ისხლიტავს თქვენს მიმართ გამოსრილოლ ისრებსა და ყვეალფერ ნეგატიურს. ასე გამოდის, რომ ყველა ცინიკური, შეურაცხმყოფელი და "იაზვური" ფრაზა ვერ აღწევს თავის მიზანს.
"დისნეილენდი" წარმოიდგინეთ, რომ ყველა თქვენს მიმართ უარყოფითად განწყობილი ადამიანები არიან ბავშვები, სისულელეა მათზე წყენის გულში ჩადება და სერიოზულად დაფიქრება მათ საქციელებზე. ისინი ბრაზობენ, ყველანაირად გამოხატავენ თავის წყენას და ემოციებს, კარპიზებს, ძირს ყრიან ნივთებს, აბაკუნებენ ფეხებს და ასე შემდეგ, როგორც ჩვევიათ ბავშვებს. წარმოიდგინეთ, რომ მხოლოდ თქვენ ხართ ზრდასრული უფროსი ადამიანი ამ საბავშვო ბაღში. ასე, რომ თქვენ უბრალოდ მიეცით მათ საშუალება ითამაშონ, დაიღალონ, გამოიფიტონ ემოციებისგან. ნუ მიაქცევთ მათ ნათქვამ სიტყვებს ყურადღებას.