როგორ დაველაპარაკოთ ბავშვს მშობლების გაშორების შესახებ - rogor.ge

როგორ დაველაპარაკოთ ბავშვს მშობლების გაშორების შესახებ

 

კარგია თუ არის ისეთი შესაძლებლობა, რომ უთხრათ ბავშვს სამომავლო დაცილების შესახებ რაღაც დროით ადრე სანამ ეს მოხდება. რაც უფრო მარტივად, მონდომებით და გასაგებად აუხსნით მას მით უკეთესი შედეგი გექნებათ, რომ გაგიგოთ ბავშვმა. აუცილებლად გაითვალისწინეთ ბავშვის ასაკი.

 

უთხარით ბავშვს და დაარწმუნეთ, რომ ყველფრის მიუხედავად მას ეყოლება დედა და მამა, რომ თქვენ ის ისევ ისე გეყვარებათ და იზრუნებთ მასზე როგორც აქამდე. უთხარით თქვენს ვაჟიშვილს ან ქალიშვილს, რომ ის ისევ ისე შეძლებს ჰქონდეს ურთიერთობა დედასთანაც და მამასთანაც, ოღონდ ამ შემთხვევაში მისი მშობლები იცხოვრებენ ცალ-ცალკე. ასევე გამოდგება განმარტება "ჩვენ მამასთან ერთად გადავწყვიტეთ სხვადასხვა სახლებში ვიცხოვროთ" მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ ისევ ისე გვიყვარხარ. ან "ასე გამოვიდა, რომ დედას გადასვლა მოუწია სხვა სახლში, ის ჩვენ სახლში არ იცხოვრებს მაგრამ როდესაც და რამდენი ხნითაც მოგინდება შეძლებ მის ნახვას."

 

შეეცადეთ ტაქტიკურად აუხსნათ ბავშვს, რომ ის არ არის დამნაშავე ამაში რაც ხდება. უთხარით, რომ უფროსებს ეგეთი რამეები ემართებათ ხოლმე და რომ ეს არ არის დასასრული და დიდი ტრაგედია. ხაზი გაუსვით, რომ გადაწყვეტილება გაყრის თაობაზე მტკიცედ მიღებულია და ყველაფერი გადაწყვეტილია.

 

მოძებნეთ საფუძვლიანი და აზრიანი არგუმენტი იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტეთ ცალ-ცალკე ცხოვრება. აუცილებლად შეეცადეთ მისი ბავშური გამოცდილებიდან და სიტყვების მარაგიდან გამომდინარე აუხსნათ საქმის ვითარება. მაგალითისთვის გამოდგება "გახსოსვს მამა, რომ ბრაზობდა შენ ხომ თქვი....." ან "გახსოვს მამა, რომ ყველაზე გაბრაზდა და შენ ...." გაიხსენეთ ისეთი "სურათები," რომ ბავშვმა შეძლოს დაკავშირება თუ რას რა მოჰყვა.

 

წინასწარ მოემზადეთ იმისათვის, რომ ბავში კვლავ და კვლავ ხშირად დაუბრუნდება ამ თემას. ბავშვებისათვის ეს დამახასიათებელია. აუხსენით და გაუმეორეთ ბევრჯერ ის რაც გაუგებარია მისთვის. არ აარიდოთ თავი მაშინ როდესაც ბავშვი დაგისვავთ ისეთ კიხვებს რაც მას აღელვებს. თუ თქვენ "გაატარებთ" ამ ყველაფერს ისე, რომ თითქოს არაფერი ხდება და არაფერი მომხდარა ამით უფრო დაღუპავთ სიტუაციას.

 

ნურავითარ შემთხვევაში ნუ მოძებნით მოკავშირეს თქვენი შვილის სახით ყოფილი მეუღლის საპირისპიროდ. ნუ განაწყობთ ბავშვს ნეგატიურად.

 

მიეცით ბავშვს იმის საშუალება, რომ ემოციურად განიმუხტოს: იტიროს ცოტა, იყვიროს, გაათავისუფლოს გრძნობები. თუ თქვენ ატყობთ, რომ ბავში არ გამოხატავს და შინაგანად განიცდის, ამ ყვეალფერმა შეიძლება შინაგანი და მუდმივი სტრესის სახე მიიღოს და ეს საყურადღებოა.