როგორ მოვამზადოთ ამერიკული ხორცის ორცხობილა “მიტლოაფი”

ამერიკული ხორცის ორცხობილა "მიტლოაფის" მომზადების რეცეპტი.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ნახევარი კილო უცხიმო ძროხის ხორცის ფარში
- 1საშუალო ზომის ხახვი
- 1 კბილი ნიორი
- 1 მწვანე ტკბილი წიწაკა
- 2 სუფრის კოვზი ვუსტერშირის სოუსი
- 1 სუფრის კოვზი დანაყული ოხრახუში
- 200 გრ სუხარი
- ნახევარი ჭიქა არაჟანი
- 200 გრ გახეხილი ჩედერი
- 1 ჩაის კოვზი მარილი
- შავი პილპილი გემოვნებით
საფეხურები
- 1 წვრილად დავჭრათ ხახვი, წიწაკა და ნიორი.
- 2 შევწვათ ზეითუნის ზეთში დარბილებამდე. ამავე დროს შევურიოთ ფარში სხვა ინგრიდიენტებთან ერთად.
- 3 დავამატოთ გაციებული ბოსტნეული და კარგად მოვურიოთ. დავამარილოთ და წიწაკა მოვაყაროთ.
- 4 ფარში გადავდოთ ცხიმ მოსმულ კექსის ფორმაში, ზემოდან წავუსვათ კეტჩუპის თხელი ფენა და შევდგათ გაზქურაში 160 გრადუსზე 45 წუთის განმავლობაში.
- 5 ოდნავ გავაციოთ და დავჭრათ თხელ ნაჭრებად.
- 6 გარნირად მიდის კარტოფილი მწვანე სალათასთან ან წიწიბურასთან.
- 7 მიტლოაფი გემრიელია ცივიც ბუტერბროდზე.