ჯანმრთელობა

რჩევები

როგორ შევამციროთ სიგარეტის მოწევისაგან გამოწვეული ზიანი

როგორ შევამციროთ სიგარეტის მოწევისაგან გამოწვეული ზიანი

ავტორი: საბა მდივნიშვილი

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვობაში სიგარეტის მავნებლობის შესახებ მოყოლოლმა ისტორიებმა, მამის მკაცრმა პოზიციამ ვერ გადაგაწყვეტინათ სიგარეტის გადაგდება, მაშინ ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეძლებთ ამას დროთა განმავლობაში. რათქმაუნდა შესაძლებელია სხვადასხვა ხერხის ცდა, იქნება ეს ტაბლეტები, ელექტრონული სიგარეტი, სხვადასხვა მოწყობილობები თუ შესაბამისი ლიტერატურა, როგორ პრაქტიკა გვიჩვენებს, ისინი ხშირ შემთხვევაში ნაკლებადეფექტურნი არიან.

გადავწყვიტე არ წაგიკითხოთ მორიგი ლექცია სიგარეტის მავნებლობის შესახებ. არამედ, გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომლიც დაგეხმარებათ ორგანიზმის ნიკოტინის მავნებლობისაგან დასაცავად.

ამ სტატიაში იხილავთ რამდენიმე მარტივ წესს, რომლის დაცვისას შეძლებთ მინიმუმამდე დაიყვანოთ სიგარეტის მიერ თქვენი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი.

 

საფეხურები

  1. 1 არ მოწიოთ უზმოზე.
    ნერწყვში გახსნისას და კუჭში მოხვედრის შემდეგ, ნიკოტინი აღიზიანებს ლორწოვან გარსს. რის შედეგადაც იწყება კუჭის წვენის გამოყოფა და იზრდება სიმჟავე. თითქოს კუჭი ჭამდეს საკუთარ თავს. ასეთ შემთხვევაში ჩნდება ანთების, წყლულის, კოლიკისა და სხვა დაავადებების წარმოქმნის რისკი.
  2. 2 გაიუმჯობესეთ პერიფერიული სისხლის მიმოქცევა.
    შეიძინეთ საშუალო სიხისტის მქონე ტანის ღრუბელი და დაიზილეთ ხელები და ფეხები ყოველ დილით პირველი მოწევის წინ.
  3. 3 ისუნთქეთ უფრო მეტი სუფთა ჰაერი.
    გაანიავეთ ოთახი ძილის წინ და არ მოწიოთ იმ ოთახში, რომელშიც იძინებთ. იმოძრავეთ უფრო მეტი ფეხით, ეს სასარგებლოა თქვენი ფილტვების ნორმალურად მუშაობისათვის.
  4. 4 შეეცადეთ არ მოწიოთ სიარულისას და ქუჩაში ყინვის დროს.
  5. 5 არ მოწიოთ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.
    ამაში იგულისხმება სექსიც. დატვირთვის შემდეგ იზრდება სისხლის მიმოქცევის სიხშირე, რის შედეგადაც მავნე აირები უფრო სწრაფად და დიდი რაოდენობით შეითვისება ქსოვილების მიერ.
  6. 6 არ მოწიოთ ჩვეულებრივზე უფხო ხშირად ალკოჰოლთან ერთად.
    სპირტიანი სასმელების ტოქსინების და სიგარეტის კვამლის ნაერთს თქვენი ორგანიზმისათვის ბევრად უფრო დიდი ზიანი მოაქვს, ვიდრე ჩვეულებრივს.
  7. 7 დააძლევინეთ თქვენს ორგანიზმს С ვიტამინის ნაკლებობა.
    მისი მოთხოვნილება მწეველებში 2.5 ჯერ უფრო მაღალია. ამასთან ერთად უმჯობესი იქნება, აფთიაქში ხელოვნურად მიღებული ვიტამინების საყიდელად წასვლის ნაცვლად, წახვიდეთ ბაზარში და შეიზინოთ გრეიფრუტი, კივი, ვაშლი, ლიმონი და სხვა.
  8. 8 იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილი გაქვთ განთავისუფლდეთ ამ მავნე ჩვევისაგან და საუკეთესო საჩუქარი გაუკეთოთ საკუთარ ორგანიზმს, მაშინ იხილეთ - როგორ დავანებოთ თავი სიგარეტის მოწევას