როგორ ვეთამაშოთ ახალშობილს - rogor.ge

როგორ ვეთამაშოთ ახალშობილს

 

გაახედეთ წინ თუ სამი თვის ბავშვს ზურგით გულზე მიიყრდნობთ, ირგვლივ ყველაფერს კარგად დაინახავს. ცალი ხელი ფეხებშუა ამოუდეთ, მეორე კი მკერდზე შემოხვიეთ. თავის დაჭერა აღარ სჭირდება.

 

თამაში ფეხებით კარგია, თუ ბავშვს მუდამ ხელში ჭერას არ მიაჩვევთ. ზოგჯერ დაბლა დააწვინეთ, თქვენც მის სიმაღლემდე დაეშვით, ტერფებში ხელი ჩასჭიდეთ და ათამაშეთ.

 

ქანაობა აქეთ-იქით გააქან-გამოაქანავეთ და თუ მოეწონა, უფრო და უფრო მაღლა ასწიეთ. ასეთი მოძრაობა ბავშვის დასაწყნარებლადაც კარგია.

 

კალთაში ხტუნვა ოთხი თვის ბავშვს მოეწონება თქვენს კალთაში ხტუნვა საყვარელი ლექსის რიტმში. ხელები დაუჭირეთ, თორემ შეიძლება უკან გადაქანდეს.

 

დაისვით მხარზე ექვსი თვის ბავშვი მხარზე დაისვით ისე, რომ თქვენზე მაღალი გამოჩნდეს. ბავშვს ძალიან გაართობს ზემოდან ცქერა.

 

უყურეთ ერთმანეთს ბავშვს მოეწონება, თუ თავს ზემოთ აათამაშებთ. თქვენი სახე მისთვის საუკეთესო გასართობია.

 

დასვენება რა მხიარულადაც ეთამაშოთ ბავშვს, ბოლოს რამდენიმე წუთით მაინც მუდამ ნაზად ჩაიხუტეთ. ეცადეთ, მიხვდეთ, რას განიშნებთ ბავშვი. არასოდეს გაუწყრეთ, თუკი იგი ჩვეული ხალისით არ შეგხვდათ.