როგორ ავიყვანოთ და დავაწვინოთ ახალშობილი - rogor.ge

როგორ ავიყვანოთ და დავაწვინოთ ახალშობილი

ბავშვის აყვანა ხელში

  1. ბავშვის ასაყვანად ცალი ხელი ზურგსა და დუნდულებქვეშ ამოუდეთ, ხოლო მეორე-თავსა და კისრის ქვეშ ამოუტარეთ.
  2. ნელა და ფრთხილად აიყვანეთ, ისე, რომ მისი ტანიც გეჭიროთ და თავიც არ გადაუვარდეს.
  3. თავი ფრთხილად მიიხუტეთ მკლავზე ან მხარზე.

ბავშვის დაწვენა

  1. ცალი ხელი თავ-კისრის ქვეშ ამოუდეთ, მეორე ხელი კი-დუნდულების ქვეშ და ნელა დააწვინეთ. გეჭიროთ, სანამ არ იგრძნობთ, რომ ნამდვილად წევს ლეიბზე.
  2. ხელი ფრთხილად გამოუცურეთ დუნდულების ქვეშიდან. შემდეგ ამავე ხელით ფრთხილად წამოუწიეთ თავი, რათა მეორე ხელი გამოაცუროთ და თავი ფრთხილად დაადებინეთ ზედაპირზე. ხელი ერთბაშად არ გამოაცალოთ.

ბავშვის ხელით რწევა ბავშვი თავს მოხერხებულად იგრძნობს, თუ მოხრილ იდაყვზე გადაიწვენთ და თავსა და ხელ-ფეხს კარგად დაუჭერთ.

ბავშვის დაჭერა პირქვე ბავშვს მოეწონება, თუ ხელში პირქვე დაიჭერთ, ისე, რომ ნიკაპი და ლოყა წინამხარზე ჩამოგადოთ.

ბავშვის მხარზე მიხუტება გაიმართეთ. ცალი ხელი დუნდულებზე მოავლეთ, მეორეთი კი თავი დაიჭირეთ. ასე ბავშვი თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.