ფსიქოლოგია და ურთიერთობები

ურთიერთობები ქალთან

როგორ გავთავისუფლდეთ ურთირთობების შიშისგან

როგორ გავთავისუფლდეთ ურთირთობების შიშისგან

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

ურთიერთობებთან დაკავშირებულია პასუხისმგებლობები რაც აშინებთ არა მარტო პატარა, არამედ უფროს ქალებსც კი. ზოგიერთებს თრგუნავენ კიდეც თუ რატომ არ არიან ისინი გათხოვილები. მერწმუნეთ ბევრ მათგანს აქვს ამის საფუძველი და მიზეზი. იმისათვის, რომ გავცეთ კითხვას პასუხი თუ როგორ გავთავისუფლდეთ ურთიერთობების შიშისგან, უნდა დავადგინოთ კონკრეტულად თუ რა აშინებს ადამიანს.

 

საფეხურები

  1. 1 თუ ქალი ცხოვრობდა ავტორიტარული მამის ოჯახში, რომელიც გამუდმებით თრგუნავდა მას, ქალს ყოველთვის ექნება პრობლემა ურთიერთობების სერიოზულ ფაზაში გადაყვანის. მისთვის ახლო მამაკაცი აღიქმება როგორც ტირანი. რა უნდა მოვიმოქმედოთ ასეთ სიტუაციაში? პირველ რიგში მოძებნეთ ისეთი ფსიქოლოგიური ტიპის მამაკაცი რომელიც არ გავს მამას. მეორე მხრივ თუ კაცს სურს, რომ გაასერიოზულოს თქვენი ურთიერთობები, საჭიროა მისი გაფრთხილება თუ მისი რა ქცევები და საქციელები გიჩენთ სურვილს, რომ განერიდოთ მას. თუ კაცს ნამდვილად უყვარს ქალი, ის სრული გაგებით მოეკიდება ამ ყველაფერს და ყველაფრის მიუხეავად გაუგებს ქალს და გაუფრთხილდება მას.
  2. 2 ხანდახან გვხვდებიან კაცები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს ელვისებურად სწრაფად, ხოლო ქალები დინჯები, რომლებიც ყოველმრივი ანალიზის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებებს. ასეთ დროს მამაკაცის სიჩქარე აშინებს პარტნიორს. ქალს ამ მომენტში სჭირდება კაცის დანახვა რამოდენიმე სხვადასხვა მხრიდან და ამის შემდეგ გააზრებული გადაწყვეტილების მიღება. ასეთ შემთხვევაში უთხარით თქვენს რჩეულს, რომ თქვენი დედა ნორმალურად ეკიდება თქვენს შესაძლო ქორწილს ოღონდ არა უახლოეს სამი თვისა (ან მეტი)გაცნობის შემდეგ. ან უთხარით, რომ თქვენს ეკლესიაში არ წერენ ჯვარს მათ ვინც სამ თვეზე ნაკლებია იცნობენ ერთმანეთს. ერთი სიტყვით ნახეთ მიზეზი, რომ გაახანგრძლივოთ თქვენი ურთიერთობა და უკეთ გაიცნოთ პარტნიორი.
  3. 3 ძალიან ხშირად ქალისგან ყველა ელის, რომ ახლო ურთიერთობებისას, ქორწილისას ან უბრალდო ერთად ცხოვრების შემთხვევაში, მიუხედავად შემოსავლების რაოდენობისა, მაინც ქალს მოუწევს თავის თავზე აღება უმეტესი მოვალეობების. ამის გამო ბევრ აზრიან ქალს უბრალოდ არ უნდათ ამ ჭაობში ჩაშვება, რომ ზედმეტი ტვირთი და საზრუნავი აიღონ საკუთარ თავზე, კაცის სახით. არადა სულაც არ არის აუცილებელი, რომ მას შეხვედეს ისეთი კაცი რომელიც უარს ეტყვის მის დახმარებაზე. ზოგდად ქალები რომელთაც აქვთ ასეთი ტიპის შიშები არიან წარამტებულები ბიზნესში. ასეთ შემთხვევაში გიჩევთ, რომ საყვარელ ქალს მიუდგეთ როგორც ბიზნესს პარტნიორს. ურთიერთობები ააგეთ თანაბარ პირობებზე, მაგალითად სახლის დალაგებაზე გააკეთეთ გეგმა და რიგ რიგობით მიხედეთ სისუფთავეს, გაინაწილეთ გადასახადები, ან საერთო ხელფასიდან შეიძინეთ თანაბრად ტექნიკა სახლისთვის, რომელიც შეგიმსუბუქებთ ცხოვრებას.
  4. 4 ყველანაირი სახის შიშის გადალახვა შეიძლება, თუ რაციონალურად გავიაზრებთ სიტუაციას და გავიგებთ მიზეზებს. საყვარელი ადამიანის გვერდით ყოლა ბევრ პრობლემებთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით თუ ის ნამდვილი მეგობარია ძვირფასია თქვენთვის და გაძლევთ შთაგონებას.