როგორ გავუფრთხილდეთ სხეულს ორსულობის დროს - rogor.ge

როგორ გავუფრთხილდეთ სხეულს ორსულობის დროს

 

არ დაიზიანოთ ხერხემალი ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემების ასაცილებლად ყურადღება უნდა მიაქციოთ საკუთარ მოძრაობას ყოველდღიური საქმიანობისას, ვთქვათ, ბაღში მუშაობისას, ბავშვის ხელში აყვანისას ან მძიმე ჩანთის ტარებისას. ორულობის ჰორმონები ჭიმავს და არბილებს წელის კუნთებს, ამიტომ, თუ წინ გადაიხრებით, უეცრად წამოდგებით ან არასწორად ასწევთ რამეს, ეს კუნთები უფრო იოლად დაიძაბება.

 

საქმე ჩაჩოქილმა აკეთეთ ბაღში მუშაობისას, დასუფთავებისას, ლოგინის ალაგებისას ან ბავშვის ჩაცმისას ნუ დაიხრებით დაიჩოქეთ და ისე გააკეთეთ საქმე.

 

წამოდგომა თუ გულაღმა წევხართ, ჯერ გვერძე გადაბრუნდით და მერე ნელა წამოდექით. ადგომისას ბარძაყებს დაატანეთ ძალა. ზურგი სწორად გეჭიროთ.

 

სწორად იდექით დიდ სარკეში ჩაიხედეთ და მიხვდებით, სწორად დგახართ თუ არა. ზურგი დაჭიმეთ და გაასწორეთ, რათა ბავშვის წონა ცენტრში მოხვდეს და ბარძაყებითა და მუცლის კუნთებით დაიჭიროთ. ეს აგარიდებთ ზურგის ტკივილსა და გაგიძლიერებთ მუცლის კუნთებს, რისი წყალობითაც მშობიარობის შემდეგ ადვილად დაიბრუნებთ ფორმას.

 

არასწორად დგომა არასწორად დგომა ორსულობისას ჩვეულებრივი მოვლენაა. ბავშვი იზრდება და მისი სიმძიმე წონასწორობას გაკარგვინებთ, ამიტომ შეიძლება წელი ზედმეტად შეზნიქოთ, ხოლო მუცელი წინ გამობზიკოთ.

 

სიმძიმის აწევა და ტარება მძიმე საგნის აწევისას მუხლები მოხარეთ. ზურგი შეძლებისდაგვარად სწორად გეჭიროთ. საგანი სხეულთან რაც შეიძლება ახლოს მიიტანეთ. ეცადეთ, მძიმე საგანი მაღლა არ აწიოთ, რადგან შეიძლება წონასწორობა დაკარგოთ. თუ მძიმე ჩანთები მიგაქვთ, წონა ორივე ხელზე გაანაწილეთ.